სტრასბურგში პარტია “ახალის” თანათავმჯდომარისა და ევროპარლამენტარების ერთობლივი ბრიფინგი იმართება, სადაც საუბრის მთავარი თემა რუსული კანონია. ბრიფინგზე „ახალის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა:
„საქართველო ახლა კრიტიკულ გზაჯვარედინზეა. „ქართული ოცნების“ ქმედებები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ჩვენს ევროპულ გზას, არამედ ჩვენი დემოკრატიის არსს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას აქ და ყველა ჩვენს პარტნიორს ევროპის მასშტაბით, დაგვიდგეს გვერდით დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად და საქართველოს ევროპული მისწრაფებების რეალიზებაში.
ახლა, როდესაც აქ ვსაუბრობთ, ყველა ფენისა და პოლიტიკური გემოვნების ქართველები ქუჩებში არიან გამოსულნი და მსვლელობას მართავენ თავისუფლებისთვის. ამ ბრძოლაში მონაწილეობენ ახალგაზრდები და მოხუცები, შრომისმოყვარე მშობლები და მამაცი ახალგაზრდა ლიდერები. ქართველი ხალხი ერთიანია. ქართული პროდასავლური ოპოზიციური პარტიები ერთიანდებიან. ქართული სამოქალაქო საზოგადოება ერთიანია. ქართული კრიტიკული მედია ერთიანია. ჩვენ უკეთესი საქართველოს იმედი გვაქვს და ბედნიერებას მონდომებით ვეძებთ. როგორც ერთხელ თქვა ჟან მონემ, ჩვენ არც ოპტიმისტები ვართ და არც პესიმისტები, ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, დავაბრუნოთ საქართველო სწორ გზაზე და დავუბრუნდეთ ჩვენს ისტორიულ ოჯახს, ევროკავშირს, რათა ავაშენოთ თანამედროვე დემოკრატია და უკეთესი მომავალი ჩვენი სამშობლოსა და ჩვენი მომავალი თაობებისთვის”, – განაცხადა გვარამიამ.