“ოცნების ქალაქში” მომხდარ ტრაგედიაზე სამშენებლო სამუშაოებზე პასუხისმგებელი კომპანია განცხადებას ავრცელებს

“ოცნების ქალაქში” მომხდარ ტრაგედიაზე სამშენებლო სამუშაოებზე პასუხისმგებელი კომპანია განცხადებას ავრცელებს
სამშენებლო კომპანია “ანაგი” ბათუმში, “ოცნების ქალაქში” მომხდარ ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს. კომპანიის მენეჯმენტის განმარტებით, შემთხვევის ადგილი სამშენებლო მოედნის ფარგლებს მიღმაა და კომპანიას აღნიშნულ ტერიტორიაზე არანაირი სამუშაო არ უწარმოებია.
“ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს.იმის გათვალისწინებით, რომ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს აღნიშნული უბედური შემთხვევა მოხდა სამშენებლო მოედანზე, გვსურს გავაკეთოთ განმარტება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს სამშენებლო მოედნის ფარგლებს გარეთ და კომპანიას აღნიშნულ ტერიტორიაზე არანაირი სამუშაო არ უწარმოებია”, – წერია “ანაგის” განცხადებაში.
შეგახსენებთ, “ოცნების ქალაქის” პროექტის მეორე ეტაპს კომპანია “ანაგი” ასრულებს. სამუშაოებისთვის 129 346 880 მლნ ლარია გამოყოფილი. ერთი კვირის წინ პირველი ეტაპის წარმატებით დასრულება და მეორე ეტაპის დაწყება დააანონსა პრემიერმა მ. როგორც მან თქვა, 19 407 კვადრატულ მეტრ ფართობზე აშენდება 9 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, რომელშიც 1077 ოჯახი მიიღებს ბინას.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში ორი მოზარდი წყლით სავსე თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. უბედურ შემთხვევას 3 და 6 წლის ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, ე.წ ოცნების ქალაქში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, ბავშვებს მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
ს მერიის ინფორმაციით, თხრილი, რომელშიც ბავშვები ჩავარდნენ, წყლით იყო სავსე.