სტრატეგიული პარტნიორები 2024 წლის არჩევნებზე ფოკუსირდებიან. ევროკავშირის შემდეგ გაფრთხილება “ოცნების” ხელისუფლებამ შეერთებული შტატებიდან მიიღო. საქართველოსთვის გარდამტეხი საარჩევნო წელი მოკავშირეების მხრიდან განსაკუთრებული მონიტორინგის ქვეშ მოექცევა და ის იქნება ქვეყნის ევროპული მომავლის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი. გაიღება თუ არა საქართველოსთვის ევროპული გაერთიანების კარი ოლიგარქის გუნდის პოლიტიკურ ნაბიჯებზეა დამოკიდებული, რომელიც არ აპირებს ძალაუფლების დათმობას.