” ოცნების” საარჩევნო შეკრების გამო თავისუფლების მოედანი ერთი დღით ადრე გადაკეტეს

დღეს თბილისში, თავისუფლების მოედანზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია “ოცნების” წინასაარჩევნო შეხვედრის გამო.
“ნეტგაზეთს” მერიაში დაუდასტურეს, რომ მოედანი “ქართული ოცნების” ხვალინდელი, 23 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიების გამო გადაიკეტა, რადგან სცენის აწყობა და ტერიტორიის მომზადება მიმდინარეობს.
მერიის განცხადებით, ინფორმაცია გადაადგილების შეზღუდვაზე წინასწარ არ გაუვრცელებიათ, თუმცა მზადდება განცხადება, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს გადაადგილების შესახებ ალტერნატიულ გზებს გაუზიარებენ.
“ქართული ოცნების” აქცია ხვალ, 23 ოქტომბერს იმართება.
ნეტგაზეთის ინფორმაციით, საჯარო სექტორის წარმომადგენლებს, მათ შორის სხვადასხვა რეგიონებში მაცხოვრებლებს აქციაზე წასვლას ავალდებულებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – პირადობის მოწმობების გამორთმევის თემა მთავარ „ფეიკ“ თემად უნდათ რომ აქციონ – არავის გადასცეთ თქვენი პირადობის მოწმობა! არავის მისცეთ უფლება, ჩაერიოს თქვენს არჩევანში!