ოცნების პროვოკაცია ხალხის წინააღმდეგ და ხალხის მშვიდობიანი პასუხი

“ოცნებას” ხალხის წინააღმდეგ დაგეგმილი პროვოკაცია ჩაეშალა. მაშინ როცა, წინა დღეებში, პარლამენტის ჭიშკრებთან მიახლოება შეუძლებელი იყო და ამის ნებას არავის აძლევდნენ, გუშინ საღამოს, როცა ათიათასობით ადამიანი იდგა პარლამენტის წინ, თითქმის ყველა შესასვლელს უცებ მოაშორეს სპეცრაზმის და პოლიცია და ჭიშკრები დაუცველი დატოვეს პრაქტიკულად. როგორც ჩანს, თვლიდნენ, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილი მაინც, ეცდებოდა პარლამენტში შესვლას, შემდეგ, იტყოდნენ, რომ აი, სახელმწიფო შენობაში შევიდნენ, რევოლუციაა და დაიწყებდნენ სასტიკ დარბევას. თუმცა, აქციის თითოეულმა მონაწილემ დაიცვა სიმშვიდე.
დარბევას ისედაც ცდილობს ოცნება, მაშინ როცა აქციის მონაწილეები შეცოტავდნენ, ქუჩა–ქუჩა, სკვერ–სკვერ, ჩიხ–ჩიხ დასდევდნენ ადამიანებს, სცემდნენ, აკავებდნენ, წამლავდნენ. პროპაგანდისტული არხები კი პარალელურად, უყვებოდნენ ხალხს, რომ აი, იმ ადამიანებმა, ვისაც ჩიხებში მისდევდნენ პოლიციელები, თავის დაცვა და ქვის სროლა გაბედეს და თურმე, ამით მიაყენეს შეურაცხყოფა პოლიციას.
ცნობისთვის, იგივე პოლიციამ, წინა დღეს, კითხვას, შეიძლება, თუ არა, პარლამენტის შესასვლელის წინ დაჯდომა – ასე უპასუხა: – არ ვიცი, ველოდები მითითებას. როცა პოლიციელი, კანონით მოქმედების ნაცვლად, მითითებას ელოდა, ეს კიდევ ერთი მანიშნებელია, კანონის უგულებელჰყოფის.
ცნობისთვის, სახალხო დამცველმა განაცხადა:
ბევრი მანიფესტაცია ყოფილა, მაგრამ ამდენი – 32 ადამიანში ამდენი იყოს ნაცემი, პირველად ვნახე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე პრემიერზე – „პერსონა ნონ გრატადაა“ გამოცხადებული, რადგან გააფუჭა საქართველოს ურთიერთობები დასავლეთთან – დავინახავ, პარლამენტში უმცირესობაში რომ დაჯდება ივანიშვილთან ერთად, როგორ იჭიკჭიკებს

TI, ეკა გიგაური, “აირჩიე ევროპა” და მისი დამფუძნებლები ანტიკორუფციულმა “საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად” ცნო – Netgazeti • ანტიკორუფციული ბიურო • ეკა გიგაური • რაჟდენ კუპრაშვილი • Netgazeti.ge