„ოცნების” პროგრამის წარდგენა კობახიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო” – საარჩევნო შტაბი

„ოცნების” საარჩევნო პროგრამის წარდგენა ირაკლი კობახიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო – ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 1-ელ ოქტომბერს დაგეგმილი საარჩევნო პროგრამის წარდგენა რამდენიმე დღით გადაიდო.
მათივე ცნობით, პროგრამის პრეზენტაცია მომავალი კვირის დასაწყისში გაიმართება.
“თარიღთან დაკავშირებით დაზუსტებულ ინფორმაციას მმართველი პარტიის პრესსამსახური უახლოეს დღეებში გაავრცელებს”, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ