„ოცნების“ პრობლემები კიდევ უფრო დამძიმდება — გახარია ტრამპის გამარჯვებაზე

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ტრამპის გამარჯვებით „ქართული ოცნების“ არსებული პრობლემები კიდევ უფრო დამძიმდება.
„დარწმუნებული ვარ, რომ რესპუბლიკელების გამარჯვების პირობებში, დღევანდელი „ოცნების“ პრობლემები კიდევ უფრო დამძიმდება. მათ არ აქვთ წარმოდგენა იმაზე, როგორ ფუნქციონირებს საერთოდ სახელმწიფო, განსაკუთრებით . განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როცა ორპარტიული გადაწყვეტილებები საქართველოსთან მიმართებით, ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. ამიტომ „ოცნება“ ძალიან ცდება, თუ ფიქრობს, რომ ტრამპის გამარჯვების პირობებში მათ რაიმე შემსუბუქება ელოდებათ. პირიქით, საქართველოსთან მიმართებით აშშ-ის პოზიცია კიდევ უფრო მკაცრი გახდება“, — ამბობს გიორგი გახარია.
ამავე თემაზე:
· ბოკუჩავა ივანიშვილს არწმუნებს, რომ ტრამპის პოლიტიკა მის მიმართ “კიდევ უფრო მკაცრი იქნება”
· „ნახავს ქოცმმართველობა, როგორი გამოხმაურება ექნება ტრამპს მათ სიყალბეზე“ — ხაზარაძე
· „არაფერი შეიცვლება ივანიშვილის სასიკეთოდ“ — ტრამპის გამარჯვებაზე