ოცნების პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა

ოცნების პრემიერმინისტრი, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა.
როგორც ცნობილია, ის ვიზიტის ფარგლებში შეხვედრას გამართავს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანთან, ასევე არაბთა გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობის მინისტრთან, შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰიანთან.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, დაგეგმილია შეხვედრა აბუ-დაბის სახელმწიფო საინვესტიციო კომპანიასთან და მის ლოგისტიკურ მიმართულებასთან, აბუ-დაბი პორტის ჯგუფთან.
ოცნების პრემიერი აბუ დაბიში პარტიის სხვა წევრებთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ოცნების მინისტრები – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი არიან. ასევე თბილისის მერი , აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე და ოცნების მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.