“ოცნების” პრემიერმინისტრი ბელარუსის ელჩს შეხვდა

ქართული ოცნების პრემიერმინისტრი ბელარუსის ელჩს ნიკოლაი როგაშჩუკს შეხვდა. ინფორმაციას ქართული ოცნების მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ბელარუსს შორის არსებულ ურთიერთობებს, ასევე სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური და სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების დადებით დინამიკას და სამომავლო პერსპექტივებს.
ელჩმა პრემიერ-მინისტრს ადგილობრივი თვითმმართველობის ს წარმატებით ჩატარებასთან დაკავშირებით ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის მისალოცი წერილი გადასცა.
პრემიერ-მინისტრმა ელჩს ბელარუსის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა”- ნათქვამია განცხადებაში.