„ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება დაფიქრების საგანია, უნდა ჩავუფიქრდეთ, რა პროცესებია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც, ტრამპის თქმით, მსოფლიოსთვის საშიშროებას ე.წ. დიფ სთეითი ქმნის

„ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება დაფიქრების საგანია, უნდა ჩავუფიქრდეთ, რა პროცესებია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც, ტრამპის თქმით, მსოფლიოსთვის საშიშროებას ე.წ. დიფ სთეითი ქმნის
მოშორებულ რეგიონში, და არამარტო მოშორებულ რეგიონში, საქართველოზე ღირსეული და სანდო პარტნიორი არასდროს ჰყოლია -ს. დღესაც ჩვენ საგარეო კურსის მიმართულება არ შეგვიცვლია. არც წამსვლელი ადმინისტრაციის და არც არჩეული ადმინისტრაციის მიერ ჩვენ არ ვუშვებთ, რომ ეს საკითხი იგნორირებულია. ჩვენ ვართ მყარად იმ პოზიციაზე, რომელზეც სულ ვიყავით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„სამწუხაროდ, ჩვენი არაერთი შვილი, ქვეყნის მოქალაქე შეეწირა იმ ბრძოლებს, რომლებსაც ერთად ვაწარმოებდით მუდმივად საერთაშორისო გამოწვევების წინააღმდეგ. არავის ისეთი მაჩვენებელი არ ჰქონია, როგორიც საქართველოს. დამტკიცებულია, რომ არ გაყალბებულა, რომ ეუთო/ოდირის კომპეტენტური სტრუქტურების მიერ ყველაფერი აღიარებულია იმ ფორმატში იმ სტანდარტებით, რასაც ევროპული სტანდარტი ჰქვია“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, ისიც ცნობილია, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომლებიც საქართველოს უწესებენ საქციებს, თავად გამალებით ვაჭრობენ რუსეთის ფედერაციასთან და გაცილებით უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვთ.
„სულ ახლახან იყო კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მაღალი წარმომადგენლების განცხადებები, თავად სალომე ზურაბიშვილის მიერ, რომ -ის არის რუსეთის მიერ მართული და, საერთოდ, ტრამპი არის რუსეთის ფედერაციის პროექტი, რომ რუსეთის ფედერაციაა ის, ვინც განაპირობებს მსოფლიოში არჩევნების შედეგებს.
სულ ახლახან უკრაინის უმაღლესმა ხელისუფალმა გამოაცხადა, რომ არის კორუფციის სერიოზული ნიშნები, როდესაც უკრაინის დახმარებაზეა საუბარი რამდენიმე ათეული მილიარდი დოლარის ფარგლებში. ასეთ ვითარებაში, როდესაც საქართველოს მიმართ გადაწყვეტილია ასეთი არამეგობრული, მეგობრულად შერქმეული აქტის მიღება, რასაკვირველია, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს არის იმ ადმინისტრაციის, თუნდაც წამსვლელის, არაკეთილად განწყობილი ადმინისტრაციის მოსაზრება, რომ საქართველო იქნეს დასანქცირებული, მით უმეტეს, ის ადამიანები, რომლებმაც 2008 წლის ომში გამოიჩინეს თავი გმირებად. მით უმეტეს, ვახტანგ გომელაური. სულ ახლახან სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ იქნა შეფასებული მისი უწყებების საქმიანობა, სხვა ძალოვანი უწყებების საქმიანობა უმაღლეს დონეზეა, როდესაც საუბარია ტერორიზმის აღკვეთასა და პრევენციაზე. ასეთ ვითარებაში ის განცხადება, რომელიც დღეს გამოაქვეყნა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ, სერიოზული დაფიქრების საგანია. უნდა ჩავუფიქრდეთ სიღრმისეულად, რა ხდება, რა პროცესები მიმდინარეობს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რეალურ საშიშროებას მსოფლიოსთვის ე.წ. დიფ სთეითი ქმნის. აქედან გამომდინარეობს შინაარსი იმ განცხადებისა, რომელსაც დღეს ყველანი გაეცანით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში