„ოცნების“ პასუხი უვიზო რეჟიმის რეკომენდაციების შესრულებაზე დამაკმაყოფილებელი არაა — ელჩი

საქართველოში ევროკავშირის ელჩ ს ინფორმაციით, „დამაკმაყოფილებელი არ არის“ პასუხი, რომელიც ევროკომისიამ „ქართული ოცნებისგან“ უვიზო რეჟიმის შესახებ წერილზე მიიღო.
ევროკომისიამ ივლისში წერილი გამოუგზავნა საქართველოს ხელისუფლებას და სთხოვა, აგვისტოს ბოლომდე მიეწოდებინა ინფორმაცია, თუ როგორ შეასრულა ვიზების შეჩერების მექანიზმის მეშვიდე ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციები. ეს რეკომენდაციები მოიცავდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების გაუქმებას; გაერთიანების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვას და დისკრიმინაციის აკრძალვას; საქართველოს სავიზო პოლიტიკის ევროკავშირის პოლიტიკასთან შესაბამისობაში მოყვანას და სხვა.
საქართველოს და სხვა ქვეყნების მიერ რეკომენდაციების შესრულება შეფასებული იქნება უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის მერვე ანგარიშში, რომელსაც ევროკომისია დეკემბერში გამოაქვეყნებს. პარალელურად, ევროკავშირი აფართოებს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფუძვლებს.
ჰერჩინსკის თქმით, არ სურს სპეკულაცია, გამარტივებული მექანიზმით უვიზო მიმოსვლის შეჩერება შეეხება თუ არა „ქართულ ოცნებას“.
„როგორც იცით, ევროკომისიამ საქართველოს ხელისუფლებას სთხოვა განმარტებები ბოლო ვიზის ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ. ევროკომისიამ მიიღო პასუხი და, როგორც მესმის, ეს პასუხი არ არის დამაკმაყოფილებელი. საქართველოს ხელისუფლებისგან მიღებული ამ პასუხის საფუძველზე, დეკემბერში გამოქვეყნდება ვიზების შეჩერების მექანიზმის ახალი ანგარიში, რომელიც გაეგზავნება წევრ სახელმწიფოებს და გადაწყვეტილებასაც სწორედ ისინი მიიღებენ“, — განმარტა ჰერჩნსკიმ.
ელჩი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ პროპაგანდასაც, თითქოს საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერების გადაწყვეტილება ბრიუსელმა მიიღო და არა თბილისმა:
„ეს საქართველოს ხელისუფლება იყო, რომელმაც 2022 წლის მარტში ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეიტანა. ეს იყო ევროკავშირი, რომელმაც საქართველოს 2023 წლის დეკემბერში კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. საქართველომ თავად უნდა გადაწყვიტოს თავისი კანონების ბედი. საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, მას შეუძლია ჰქონდეს ნებისმიერი კანონი, რომელიც სურს. მაგრამ ჩემი და ევროკავშირის საქმეა, ვუთხრათ ქართველებს, რომელი კანონები არ არის თავსებადი ევროკავშირთან. 2024 წლის გაზაფხულზე, ჩვენ გარკვევით ვამბობდით: გთხოვთ, არ მიიღოთ უცხოური აგენტების კანონმდებლობა, რომელსაც გამჭვირვალობის კანონს უწოდებენ, რადგან ამას შედეგები მოჰყვება. და მართლაც, 2024 წლის ივნისში, საქართველოს პარლამენტის მიერ ამ კანონის მიღების შედეგად, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დე ფაქტო შეეჩერებინა საქართველოს გაწევრიანების პროცესი და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, შეეცვალა კურსი. მიხარია, რომ ზოგიერთმა ქართველმა პარლამენტარმა როგორც იქნა აღმოაჩინა ევროპული საბჭოს 2024 წლის ივნისის დასკვნები. შემაშფოთებელია, რომ მათ 18 თვე დასჭირდათ იმის გასაცნობიერებლად, რომ მათ ქმედებებს შედეგები მოჰყვებოდა. ევროპული საბჭოს 2024 წლის ივნისის დასკვნები იყო პირველი გამაფრთხილებელი ზარი. გასულ კვირას ჩვენ მივიღეთ, ალბათ, საბოლოო გამაფრთხილებელი ზარი გაფართოების ანგარიშის სახით, რომელიც გამანადგურებელი იყო საქართველოს მისწრაფებისთვის, შეუერთდეს ევროკავშირს. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ქართველ პარლამენტარებს 18 თვეზე ნაკლები დასჭირდებათ იმისთვის, რომ შეისწავლონ იგი და იმოქმედონ. რადგან თუ საქართველოს ხელისუფლებას, სერიოზულად სურს ოდესმე ევროკავშირში გაწევრიანება, მათ სასწრაფოდ უნდა შეცვალონ კურსი და დაუბრუნდნენ ევროინტეგრაციის გზას“, — განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და მოლდოვა საქართველოზე ბევრად წინ არიან — რეფორმებს ატარებს ს სასტიკი აგრესიის მიუხედავად, მოლდოვამ კი, დან მომავალი ჰიბრიდული საფრთხეების ფონზე აირჩია ევროინტეგრაციის
„სამწუხაროდ, საქართველოს შემთხვევაში, ჩვენ სრულიად საპირისპიროს ვხედავთ. დღეს, კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან ორი წლის შემდეგ, საქართველო უფრო შორს არის ევროკავშირის წევრობისგან, ვიდრე 2023 წლის დეკემბერში იყო“, — განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ამ თემაზე:
რა წერია ევროკომისიის მიერ უვიზო რეჟიმზე გამოგზავნილ წერილში

ასევე დაგაინტერესებთ

“სფერო ჰოლდინგის” დირექტორი მოსამართლეს – ახალ წლამდე მომეცით ვადა პრობლემების მოგვარება მოვახერხო, თუ ვერ მოვახერხებ, დამაკავეთ, მაქვს კლაუსტროფობია, უცხოეთშიც ვერ მივდივარ – ჩვენი დაკავებით დაზარალებულთა რაოდენობა გაიზრდება