“ოცნების” პარლამენტში ქალთა საკითხებზე ნინო წილოსანის ნაცვლად მარიამ ლაშხი იმუშავებს

“ქართული ოცნების” პარლამენტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებით კომისიას მარიამ ლაშხი უხელმძღვანელებს.
ეს დროებითი კომისია მას შემდეგ შეიქმნა, რაც გაუქმდა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭო, რომელსაც წლების განმავლობაში ნინო წილოსანი ხელმძღვანელობდა. საბჭოს გაუქმების საფუძველი გახდა “ქართული ოცნების” მიერ მიღებული დისკრიმინაციული კანონი, რომლის მიხედვითაც სიტყვა “გენდერი” ყველა კანონიდან ამოიღეს.
ახალშექმნილი დროებითი კომისიის პირველ სხდომაზე აირჩიეს მდივანიც. ამ პოზიციაზე საბჭოს წევრებმა “ოცნებიდან” ფორმალურად გამოყოფილი ჯგუფის, “ხალხის ძალის” წევრი, ეკა სეფაშვილი აირჩიეს.
კომისიის წევრები არიან: , რამინა ბერაძე, , ვლადიმერ ბოჟაძე, სალომე ჯინჯოლავა და ილია ინჯია.
ახალი დროებითი კომისიის თავმჯდომარედ მარიამ ლაშხის არჩევას გამოეხმაურა ყოფილი მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარე, ნინო წილოსანი.
“მიხარია, რომ ამ წლების განმავლობაში განხორციელებულ უამრავ მნიშვნელოვან საქმეს ჩემი კოლეგა, მარიამ ლაშხი გააგრძელებს. იგი უხელმძღვანელებს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე ახლად არჩეულ დროებით საპარლამენტო კომისიას.
ვიცი მარიამ ლაშხის შესაძლებლობები. მჯერა მისი პროფესიონალიზმისა და მონდომების, ამასთანავე კომისიაში შემავალი ჩემი კოლეგების მაღალი მოტივაციის და პასუხისმგებლობის”, – წერის წილოსანი.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია