“ოცნების” პარლამენტმა “გახარია – საქართველოსთვის” 12 წევრის უფლებამოსილება ცნო

“ქართული ოცნების” პარლამენტმა, გიორგი გახარიას პარტიის – “საქართველოსთვის” 12 წევრის დეპუტატის ადგილმონაცვლე პარლამენტის წევრების უფლებამოსილება ცნო.
კერძოდ, საუბარია გიორგი შარაშიძეზე, თამარ ხვედელიანზე, სოფიო ხორგუანზე, სალომე კობალაძზე, გიგა ფარულავაზე, ვიკა ფილფანზე, რუსუდან თევზაძეზე, მალხაზ თორიაზე, შალვა კერესელიძეზე, გელა აბულაძეზე, ჯემალ ანანიძესა და ქეთევან ბაკარაძეზე.
შეგახსენებთ, რომ მათ უფლებამოსილება პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დასრულების შემდეგ, რიგგარეშე სხდომაზე, სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის საფუძვლით შეუწყდათ.
ამასთანავე, გუშინ პარტიის ლიდერმა, გიორგი გახარიამ საპარლამენტო მანდატების არ გამოყენებას შეცდომა უწოდა და არ გამორიცხა, რომ მისი პარტია პარლამენტში დაბრუნდეს.