,,ოცნების” პარლამენტის კომიტეტმა მედიის შემზღუდველ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

,,ოცნების” პარლამენტის კომიტეტმა მედიის შემზღუდველ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
ახალი რეგულაციის თანახმად, მედიას ეკრძალება კერძო ან საჯარო სივრცეში ვიდეო-აუდიო გადაღება უფლებამოსილი პირის თანხმობის გარეშე. ასევე, აიკრძალება მაუწყებლის მიერ უცხოთიდან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების – ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულებების სხვა მატერიალური სიკეთის მიღება.
აღნიშნულის არგათვალისწინების შემთხვევაში მაუწყებელს ჯერ გაფრთხილება მიეცემა, შემდეგ დაჯარიმდება, საბოლოოდ, კი ლიზენცია შეუჩერდება.
“აქ ყველაფერი ბრიტანულია” – ასე უპასუხა ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ ივანიშვილის კიდევ ერთი დეპუტატის, მარიამ ლაშხის კითხვას მედიის კანონის განხილვის დროს. ლაშხმა გორდულაძეს ჰკითხა, კანონპროექტი რამდენად თანხვედრასა და კავშირშია ბრიტანულ მოდელთან.
“მოდით, დავიწყებ იმით, რა არის აქ ბრიტანული. მე მინდა გითხრათ, რომ აქ ყველაფერი ბრიტანულია – ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე: როცა თვითრეგულირების მექანიზმი იქმნებოდა, როდესაც კომუნიკაციების კომისიის შესაბამისი აქტით, კოდექსით რეგულირდებოდა საკითხები, მაშინ ზუსტადაც რომ ბრიტანული მოდელი იქნა გათვალისწინებული:. – თქვა გოდულაძემ, რომელიც კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორია.
მისივე თქმით, – ,,ცვლილებები გაზეთებს და ონლაინ-მედიას არ ეხება. დამატებითი გამოწვევა არსებობს, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, დამატებით გაჩნდა ინფორმაციის წყაროები და ზღვა ნიაღვარი, რომელიც მომდინარეობს სხვადასხვა პლატფორმებიდან და ონლაინმედიებიდან, არის გამოწვევა და რეალურად, საზოგადოება ინფორმაციის დიდ ნაწილს ამ მედიებიდან იღებს. ჩვენ შეგვიძლია დამატებით გავაგრძელოთ მუშაობა ამ საკითხის რეგულირებასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოების ინტერესი დაცული იყოს, როგორც მაუწყებლებში ინფორმაციის გავრცელების კუთხით, ასევე ონლაინმედიის კუთხითაც. აქ წარმოდგენილი ცვლილებები ამ ყველაფერს არ ითვალისწინებს”.