“ოცნების” მშვიდობის ფასი სიკვდილია! ახლა თქვენი უნიათობის გამო, რამდენს დამარხავთ თოვლში?” – გოჩა მირცხულავა

“ოცნების” მშვიდობის ფასი სიკვდილია! 2008 წლის ომში 184 ადამიანი – ჯარისკაცი და პოლიციელი დაიღუპა და 31 დაკარგულად ითვლება. 2015 წელს, თბილისში, სტიქიის დროს დაიღუპა – 19 ადამიანი, 2017 წელს – , სასტუმრო ლეოგრანდი – დაღუპულია 11 ადამიანი, 2018 წელი, ტყიბული, მინდელის შახტში დაიღუპა 6 მაღაროელი, 2019 წელი – დიდ დიღომში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 2021 წელს ბათუმში, სახლის ნგრევისას – 9 ადამიანია დაღუპული, 22 წელი, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 2023 წელი – ს ტრაგედიის დროს დაიღუპა 32 ადამიანი, 2024 წლის 7 თებერვალი, სოფელ ნერგეეთში მეწყერში დაიღუპა 9 ადამიანი; ეს რაც უცებ გამახსენდა – დაღუპული 96 ადამიანი. რამდენი ადამიანი “მოკლეს” ქუთაისის ერთზოლიან შემოვლით გზაზე? მოკლეს ტყუილად არ დამიწერია… ბაღდადში, ხანძარმა 4 ბავშვი იმსხვერპლა, ზუგდიდში – 2…. მოკლულია მცირეწლოვანი… დაიღუპნენ… დაიკარგნენ… მოკლეს… სულ რამდენი? რამდენი მოკლეს დაუდევრობით, გულგრილობით, უყურადღებობით? რამდენი – თქვით, თქვენი დამტირებლის დედაც ვატირე…ა, ჰო – ეს ციფრ-რიცხვებია არა? სტატისტიკაა? რამდენი გააქციეს ქვეყნიდან, რამდენს მოაკვლევინეს თავი და კლავენ ახლაც – ფსიქოლოგიური ტერორით, შიმშილით, ფიზიკურად…. ეს არის ოცნების და მისი გულმხურვალე მხარდამჭერების მშვიდობა. რეალურად ეს არის სიძულვილისა და გამოუცხადებელი ომის ქრონიკა… ეს არის საქართველოს მოსახლეობის მიერ “ოცნების მშვიდობისთვის” გადახდილი ხარკის ფასი. მაგრამ თქვენ რა გენაღვლებათ, თქვენ ხომ არ გემოსათ ძაძები (ჩემს მაწყევარ-მაგინებლებსაც გაშოროთ ღმერთმა) და ფეხებზე გკიდიათ – თქვენი ბაბლი ჩამოგაწერთ ნებისმიერ სიკვდილს. მით უფრო – პირველ დავალებად ამას არ იძლევით – დაადგინეთ ნაცი ხომ არ არის? ჰო და “მომხრეები” კი არა მოღალატეები ხართ ყველა, ვისაც “ოცნების” ეს ომი, საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, მშვიდობა გგონიათ. დღეს – ახლა? ახლა რას ველოდოთ, თქვენი უნიათობის გამო, რამდენს დამარხავთ თოვლში?

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – აუცილებელია კოორდინაცია, იყო შემთხვევები, როდესაც მოხალისეები ჩაერთნენ საქმეში და დამატებითი რესურსის მობილიზება დასჭირდა სამაშველო სამსახურს, რათა მოეხდინა ამ ადამიანების გამოყვანა კონკრეტული ადგილებიდან

ირაკლი კობახიძე – სოფლების ძალიან დიდი ნაწილი მოწყვეტილია გარე სამყაროს – გეგმა არსებობს, ვითარება რთულია, გამოწვევა არის ძალიან ბევრი, თუმცა ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიმუშაოთ ყველა პრობლემის გადაჭრაზე