„ოცნების“ „მსუსხავი ეფექტი“ პროტესტის წინააღმდეგ

„ქართული ოცნება“ ყველა ხერხის გამოყენებით ცდილობს ჩაახშოს “უწყვეტი პროტესტი”, რომელიც საქართველოში ახალი ს დანიშვნის მოთხოვნით, უკვე 85 დღეა გრძელდება. სისხლის სამართლებრივი და ადმინისტრაციული დევნის პარალელურად, თებერვალში, „ოცნებამ“ დემონსტრანტების წინააღმდეგ, მასიურად დაიწყო 5000 ლარის ოდენობის ჯარიმების გამოწერა.
აქტივისტების ინფორმაციით, ბოლო დღეებში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ათასობით 5000 ლარიანი ჯარიმა გამოწერა. არის შემთხვევები, როცა ერთი ადამიანი „გზის გადაკეტვის“ ბრალდებით, 5000 ლარით, უკვე ორჯერ დააჯარიმეს, მათ შორის არის, მომღერალი ნინო ქათამაძე.
5000 ლარით აჯარიმებს არა მხოლოდ დემონსტრანტებს, არამედ ჟურნალისტებსაც, რომლებიც აქციებზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიაჩნია, რომ ჯარიმის ოდენობის, 500-დან 5000-მდე გაზრდა და შემდეგ, მასობრივი დაჯარიმების პოლიტიკის მიზანია, „ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი, რომელიც შეკრებასა და მანიფესტაციებში მონაწილეობის მსურველ პირს უბიძგებს თავი შეიკავოს პროტესტის გამოხატვისაგან“.
დიქტატორობას ან განათლება და ნიჭი სჭირდება ან კიდე ფანატიკოსობა, ივანიშვილი არც არაფრის ფანატი არ არის, ფულისაც კი, არ მოგზაურობს კაცი…არაფრის მაგას არ წამს, შეუძლებელია, რომ (დიქტატურა დაამყაროს) ზვიად რატიანი, პოეტი
ს დაბადების დღეზე, აქციაზე ნიღბიანმა პოლიციელებმა „ტვ პირველის“ ვიდეო ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი მხოლოდ იმიტომ დააკავეს, მისი პლაკატის შინაარსი არ მოეწონათ.
„ბიძინა ივანიშვილმა მომინდომა დიქტატორობა, დიქტატორობას ან განათლება და ნიჭი სჭირდება ან კიდე ფანატიკოსობა“ – ამბობს პოეტი ზვიად რატიანი, რომელიც პოლიციამ დეკემბრის აქციებზე სასტიკად სცემა და დააკავა, თუმცა მოსამართლემ, პოლიციელებზე თავდასხმაში პირიქით რატიანი დაადანაშაულა და 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
მისი თქმით, „(ივანიშვილი) არც არაფრის ფანატი არ არის, ფულისაც კი, არ მოგზაურობს კაცი…არაფრის მაგას არ წამს, შეუძლებელია, რომ (დიქტატურა დაამყაროს), მაგრამ საშინელებაა, რომ აქამდე მივედით“.
„თავისუფლება სინდისის და პოლიტპატიმრებს“ – ეს ახალ არჩევნებთან ერთად, უწყვეტი პროტესტის მონაწილეების უმთავრესი მოთხოვნაა. შსს-მ პროევროპულ აქციებზე 600-ზე მეტი მოქალაქე დააკავა. აქედან 50-მდე მომიტინგე სისხლის სამართლის მუხლით არის დაკავებული, ნაწილი უკვე გაასამართლეს, ნაწილი სასამართლო პროცესებს მარტში ელოდება.
„მთავარი მოთხოვნა არის, რომ უნდა განთავისუფლდნენ ის აქტივისტები, რომლებიც ამ პროტესტის დროს იყვნენ დაპატიმრებულები. ყველასთვის უნდა იყოს გასაგები, რომ ეს პროტესტი არ გაჩერდება სანამ ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება“ – ამბობს აქციის მონაწილე, სტუდენტი თემურ წიკლაური.
„ჭკუა მოუვიდეს ცოტა, რას აჰყვა ივანიშვილი მაგასა (ს)? ვერ გავიგე?! დანიშნოს ახალი არჩევნები და დაწყნარდება ეს ხალხი ახალგაზრდობა, არა სჯობია ასე, ხო სჯობია? ვიქტორ ჩოხელი, გუდამაყრის მკვიდრი
„ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს შვილო, ხოცავენ ხალხს, მოვიდნენ ჭკუაზე ცოტა“ – გვითხრა 74 წლის გუდამაყრელმა ვიქტორ ჩოხელმა, რომელიც თბილისში დემონსტრაციას სოფელ ჩოხიდან შეუერთდა.
„ჭკუა მოუვიდეს ცოტა, რას აჰყვა ივანიშვილი მაგასა (კობახიძეს)? ვერ გავიგე? დანიშნოს ახალი არჩევნები და დაწყნარდება ეს ხალხი, ახალგაზრდობა, არა სჯობია ასე, ხო სჯობია?
ეს (ევროპული) ცხოვრება სჯობია, ამ ახალგაზრდობას იქ (ევროპაში) უნდა, მე ამ ახალგაზრდობას ვენაცვალე, ჩემს დროს არ იყო ასეთი ახალგაზრდობა, არ ვიცი ღმერთმა მოგვივლინა ეს ხალხი, უნიჭიერესი ხალხია! ჩვენ რამ გამოგვატვინა, ჩემი ტოლა ხალხი, ამ რუსებმა ჩაგვინერგეს, რა ჩაგვინერგეს ვეღარ გავიგე“ – აღნიშნა ვიქტორ ჩოხელმა.
„ქართული ოცნება“, რომლის ხელისუფლების ლეგიტიმურობას ევროკავშირი არ აღიარებს, კვლავ აცხადებს, რომ ახალი არჩევნები ქვეყანაში 2028 წლამდე არ გაიმართება.
ივანიშვილის პარტიაში თვლიან, რომ „გარედან მართული პროტესტი“ უკვე განეიტრალებულია. მესამე სექტორის აზრით, „ოცნება“ პოლიტიკურად მოტივირებული დევნის და საჯარო სექტორის „წმენდის“ პარალელურად, ამჯერად, ოპოზიციური პარტიების ასაკრძალად ემზადება, რისი პირობაც ბიძინა ივანიშვილმა წინასაარჩევნოდ უკვე დადო.
„ქართულმა ოცნებამ” 2025 წლის თებერვალში, „ერთპარტიულ პარლამენტში“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების „საქმიანობის გამოძიება“ დაიწყო, რომლისგანაც ძალაუფლება 13 წლის წინ, 2012 წელს გადმოიბარა.
„60 წლის წინ მოხდა კენედის მკვლელობა და ტრამპი ამბობს, რომ ახლა უნდა გასცეს ყველა კითხვას პასუხი და თქვენ 12 წელი რატომ გიკვირთ? სოზარ სუბარი
„60 წლის წინ მოხდა ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობა და ტრამპი ამბობს, რომ ახლა უნდა გასცეს ყველა კითხვას პასუხი და თქვენ 12 წელი რატომ გიკვირთ? ამ 12 წლის განმავალობაში უზარმაზარი სამუშაო ჩატარდა“ – ასე უპასუხა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის” თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარმა კითხვას, თუ რატომ დაიწყო „ოცნების“ კომისიამ მუშაობა არა 2012-ში, არამედ 2025 წელს.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, ოპოზიციურმა პარტიებმა საერთო გადაწყვეტილება მიიღეს, რომ „ოცნების“ კომისიასთან კატეგორიულად არ ითანამშრომლებენ.
21 თებერვალს, „ოცნების“ კომისიამ ს ყოფილი თავმჯდომარე, თბილისის ყოფილი მერი და ყოფილი ელჩი ზურაბ ჭიაბერაშვილი და აუდიტის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ნათია მოგელაძე დაიბარა, ჭიაბერაშვილი უკვე განაცხადა, რომ “სტალინურ სასამართლოზე” არ მივა. „ოცნება“ იმუქრება, რომ პირებს, რომლებიც კომისიაზე არ მივლენ, „სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა” დაეკისრებათ.