“ოცნების” მმართველობის პერიოდში, ფაქტი არ ყოფილა, რომ პოლიციას მშვიდობიანი აქცია დაეშალა ან ეძალადოს –

მიხეილ ყაველაშვილი ტელეკომპანია “იმედთან” ექსკლუზიუტრ ინტერვიუში რადიკალური ფრთის პოლიტიკოსებზე საუბრობს, რომლებიც, მისივე შეფასებით, არა სთვის, არამედ ს შემდეგ პროცესების რადიკალიზაციისთვის და გადატრიალებაზე აქცენტის გაკეთებისთვის ემზადებობდნენ. ყაველაშვილი ამტკიცებს, რომ, რომ ეს წინასწარ გათვლილი თემა იყო.
“ჩვენდა სამწუხაროდ, ესეც გათვლილი თემა იყო, რომ ამ შეხლა-შემოხლას გაბრაზება უნდა მოჰყოლოდა. ის ნაწილი [ადამიანების], რომელიც ბუნებრივად იღებს, რომ არ მოსწონს ნაცემი ახალგაზრდა და გაბრაზებული გამოდის გარეთ, რა თქმა უნდა მე სოლიდარული ვარ მის მიმართ, მაგრამ ასევე მინდა ის სოლიდარული იყოს იმ პოლიციელის მიმართ“, – ამბობს ყაველაშვილი და ძალოვან სტრუქტურებს მადლობას უხდის რთულ პირობებში გაწეული შრომისთვის.
მისივე თქმით, მათი მმართველობის პერიოდში, ფაქტი არ ყოფილა, რომ პოლიციას მშვიდობიანი აქცია დაეშალა ან ძალადობის აქტს ადგილი ჰქონოდეს.