7
აშშ-ს სახელმწიფო მდივნი განმარტავს, რას ელის აშშ “ქართული ოცნებისგან”
მან კომენტარი კონგრესში ჯო უისლონის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ჯი უილსონი:
“ირანის მომხრე რეჟიმი და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ მხარდაჭერილი “ქართული ოცნების” მთავრობა, რომელიც არალეგიტიმურია, საფრთხეს უქმნის ამერიკის წვდომას. საქართველოში გაყალბებული არჩევნები ჩატარდა. ამის გათვალისწინებით, ისინი ხელს უწყობენ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს თეირანისთვის სანქციების გვერდის ავლაში. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს იმ სწრაფად მზარდი რადიკალიზაციის აღსაკვეთად, რომელსაც ქართული ოცნების მთავრობა უწყობს ხელს საქართველოში,”
მარკო რუბიო:
მართალი ხართ, ყველაფერი, რაც ახლა ჩამოთვალეთ, ჩვენს მანამდე არსებულ შეშფოთებას წარმოადგენს. მას შემდეგ მათ გადადგეს გარკვეული ნაბიჯები, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ სურთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება.
ჩვენ მათ განვუმარტეთ, თუ რა იქნება ამისთვის საჭირო და რა მოეთხოვებათ. მივიღეთ გარკვეული პოზიტიური გამოხმაურებები და ამიტომ, ჩვენი იმედია, რომ შევძლებთ ტრაექტორიის ცვლილების დანახვას საქართველოს შემთხვევაში იმასთან შედარებით, სადაც ის დღეს იმყოფება.
ჩვენ, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ყველა ის საკითხი, რაც ახლა წარმოადგინეთ, ჩვენთვის მანამდე არსებულ პრობლემებს შეადგენს. მათ გვკითხეს, რა იქნება საჭირო ამერიკის შეერთებულ შტატებთან უკეთესი ურთიერთობისთვის. ჩვენ ვუპასუხეთ და იმედია, შევძლებთ ამ საფუძველზე დაყრდნობით მუშაობას და შესაძლოა შევცვალოთ ტრაექტორია – არა მხოლოდ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობის, არამედ მათი ქცევისაც”