ოცნების მთავრობა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღების კვოტებს დღეს დაამტკიცებს

ქართული ოცნების პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღების კვოტებს დაამტკიცებენ. ეს კობახიძემ ოცნების მთავრობის სხდომაზე თქვა.
“ამ ყველაფერზე დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას წარუდგენს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, რომელიც დღეს გამართავს ბრიფინგს ამ თემასთან დაკავშირებით, შესაბამისად, მე დეტალურად არ ვისაუბრებ ამ საკითხზე.
ხაზს გავუსვამ ამ რეფორმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შედეგს, რომელიც ამ კვოტებშიც არის ასახული თსუ-ს ამ რეფორმის შედეგად, დაუბრუნდება დედა უნივერსიტეტის მისია და სტატუის, ის სტატუსი და მისია, რომელიც მან 90-იანი წლების პერიოდში განვითარებული მოვლენების შედეგად დაკარგა და უფრო მოგვიანებით, 2004-2012 წლებში, წინა ხელისუფლების მიზანმიმართული, მავნებლური ანტი-ეროვნული პოლიტიკის შედეგად დაკარგა. თსუ-ს უნდა დაუბრუნდეს დედა უნივერსიტეტის სტატუსი, შესაბამისი მისია და ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იმ რეფორმის რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ, არის, სწორედ, ეს.
მინდა, მადლობა გადავუხადო განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრს გაწეული სამუშაოსთვის, ეს რეფორმა არის აუცილებელი იმისათვის, რომ ქართველმა ახალგაზრდებმა საქართველოში მიიღონ თანამედროვე სტანდარტების უმაღლესი განათლება, რასაც ჩვენ აუცილებლად უზრუნველვყოფთ და, სწორედ, ამას მიეძღვნება ჩვენი საქმიანობა მომავალი წლების განმავლობაში” , – აღნიშნა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო