ოცნების ლიდერების რეაქცია პოლიტელიტაში რუსეთის აგენტების შესაძლო გამოვლენაზე

“სისულელესა” და “შანტაჟის ენას” უწოდებენ “ქართული ოცნების” ლიდერები “რადიო თავისუფლების” ინფორმაციას, რომ -ს შეუძლია მათი “პოლიტიკური რეპუტაციის გაცამტვერება”. როგორც მედიასაშუალება წერს, ვაშინგტონის ბიუროში მათ ჟურნალისტს ანონიმურმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, აშშ-ს აქვს ინფორმაცია ქართულ პოლიტიკურ ელიტაში ს აგენტებისა და ჩინეთის გავლენის გამტარების არსებობის შესახებ.
“ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა მ ამის შესახებ დასმულ კითხვას თავდაპირველად არ უპასუხა და ჟურნალისტს ჩაეკითხა: “სერიოზული კითხვები გაქვთ?”
შემდეგ ის მოკლე რეპლიკით შემოიფარგლა და თქვა, რომ გავრცელებული ინფორმაცია “სისულელეა და სისულელეს ნამდვილად არ ვაპირებ, ვუპასუხო”.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ამ ინფორმაციას “შანტაჟს ენას” უწოდებს, და ამბობს, რომ პარტნიორების მხრიდან საქართველოსთან ასე საუბარი მიუღებელია.
“თურმე მათ აქვთ საიდუმლო ინფორმაცია, რომელსაც გამოიყენებენ შანტაჟისათვის და საქართველოს არა აქვს უფლება, რომ მათი დაფინანსებით აქ მოქმედი ორგანიზაციები, აგრეთვე, იყოს საზოგადოებისათვის გამჭვირვალე. სად არის ლოგიკა ამ ყველაფერში?! […] თუ შენ რაღაცას ფლობ, სად იყავი აქამდე? ახლა დაგჭირდა ამის გამომზეურება?”, – ამბობს ქადაგიშვილი.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი კი აცხადებს, რომ “ქართულ ოცნებას” გამჭვირვალობის არ ეშინია.
“ჩვენ გამჭვირვალობის არ გვეშინია. აქ ვართ, ჩვენი საზოგადოებაც აქ არის. თუ ვინმეს რამე ინფორმაციის გავრცელება უნდა, კი ბატონო, გაავრცელონ. ჩვენ ვმუშაობთ და ჩვენი საქმიანობა მიმართულია ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებისთვის და ეს ინტერესები გატარდება ბოლომდე”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
რაც შეეხება ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, ისინი საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას იხსენებენ და არ გამორიცხავენ, რომ მსგავსი ინფორმაცია აშშ-ს “ქართული ოცნების” სხვა მაღალჩინოსნების შესახებაც ჰქონდეს.
“შეგახსენებთ, რომ აშშ-ს გამოვლენილი ჰყავს კი რუსეთის აგენტი საქართველოში და დასანქცირებული. ეს არის ფარცხალაძე. დანარჩენი დროის და ტექნიკის საკითხია. ამას ბევრი ლაპარაკი რად უნდა?! ამ ხელისუფლებას ხელისუფლებიდან წასვლის შიში რომ აქვს, ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ მთელი ეს აგენტურა ამოვა ზედაპირზე”, – განაცხადა პარტია “ახალის” ლიდერმა, მ.
“დარწმუნებული ვარ, აშშ-ს აქვს ძალიან ბევრი სადაზვერვო ინფორმაცია, რომელიც შემდეგ საფუძვლად ედება სანქციების გადაწყვეტილებას. დარწმუნებული ვარ, რომ ამგვარი ინფორმაცია დაედო, მათ შორის, საფუძვლად ოთარ ფარცხალაძის სანქცირებას […] არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს მომავალში, ივანიშვილის სხვა მაღალჩინოსნებზეც, ან თავად ივანიშვილზე და მის გარემოცვაზეც გავრცელდეს ამგვარი, სადაზვერვო ინფორმაციაზე დაფუძნებული ფაქტები, რომლებიც, ვეჭვობ, საფუძვლად დაედება კონკრეტულ ინდივიდალურ, პერსონალურ სანქციებს”, – ამბობს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.
“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს ტონი “ქართულ ოცნებასთან” მიმართებით გამკაცრებულია, ეს არ არის საკმარისი და საჭიროა მათი რიტორიკა იყოს არაორაზროვანი – ისეთი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ინტერპრეტაციის სივრცეს არ დაუტოვებს.
“პრინციპული საკითხი არის ის, რომ თუ რამე ინფორმაციები არსებობს, ეს ყველაფერი გახდეს საჯარო. გახდეს საჯარო და ცნობილი, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებისთვის”, – თქვა ჯაფარიძემ.
“ამერიკა არის საქართველოს მეგობარი და ყველაფერს გააკეთებს საქართველოს ხალხისთვის. ამასთანავე ამერიკა არ დაუშვებს რუსეთის უკანონო თარეშს ამ ქვეყანაში. სწორედ ამის გამო, მათ, ფაქტობრივად, უკვე დაიწყეს საკანონმდებლო პროცესი სანქციებთან დაკავშირებით”, – განაცხადა პარტია “დროას” თავმჯდომარემ, ელენე ხოშტარიამ.
“რადიო თავისუფლების” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში საუბარია კონგრესმენ ჯო უილსონის მომზადებულ კანონპროექტზე, MEGOBARI Act-ზე. გამოცემის ინფორმაციით, აქტი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ავალდებულებს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის გავლენის შესწავლას, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში.
რადიო „თავისუფლების“ ვაშინგტონში მომუშავე კორესპონდენტს წყარო უყვება, რომ აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა რამდენიმე თვის წინ, ჯერ კიდევ იქამდე დაიწყო, სანამ „ქართული ოცნება“ რუსულ კანონს ხელმეორედ დააინიციირებდა.

ასევე დაგაინტერესებთ