„ქართული ოცნების“ იუსტიციის მინისტრის, ანრი ოხანაშვილის მოადგილე, ერეკლე ღვინიანიძე გადადგა.
ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში განაცხადეს, ერეკლე ღვინიანის განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ 10 თებერვალს დაკმაყოფილდა.
ერეკლე ღვინიანიძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2022 წლიდან იკავებდა. მანამდე ის აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე იყო.




