“ოცნების” თანამოაზრე სლოვაკი ევროპარლამენტარი საბოდიშოდ მოსკოვში ჩავიდა

სლოვაკი ევროპარლამენტარი ლუბოშ ბლაჰა მოსკოვში ჩავიდა, რათა „ფაშიზმისგან გათავისუფლებისთვის“ მადლობა გადაეხადა და „ბოდიში მოეხადა რუსოფობიისთვის“, რომელიც მისი რწმუნებით დასავლეთში არსებობს.
წითელ მოედანზე გადაღებული ვიდეო ბლაჰამ „ტელეგრამში“ გამოაქვეყნა.
ისევ ლამაზია, ისევ ბრძენია და ისევ მოწინავეა. გთხოვთ, შევწყვიტოთ რუსეთის მიმართ სიძულვილი. მოსკოვში ჩამოვედი, როგორც რუსეთის მეგობარი, რადგან ვეღარ ვუყურებ, როგორ იზრდება დასავლეთში რუსოფობია“, — ამბობს ბლაჰა და დასძენს, რომ „ფაშიზმი და ომი დასავლეთიდან მოდის, თავისუფლება და მშვიდობა კი — აღმოსავლეთიდან“.
ლუბოშ ბლაჰა ს პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მემარცხენე-პოპულისტური პარტია „სმერის” წევრია. ბლაჰა, რომელიც ეწინააღმდეგება უკრაინის სამხედრო დახმარებას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, მიმდინარე წლის ივლისში პირველად აირჩიეს ევროპარლამენტში.
ლუბოშ ბლაჰა იმ დეპუტატებს შორისაა, რომელიც 8 ოქტომბრის დებატებზე ევროპარლამენტში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი პოზიციებით წარდგა.
„საქართველოში ტრადიციული საზოგადოებაა და არ სურთ, ჰქონდეთ 76 გენდერი. როგორც სლოვაკეთში, მათაც მიაჩნიათ რომ ოჯახის შედგება დედის, მამისა და შვილებისგან. თქვენ გძულთ საქართველო იმიტომ, რომ მას სურს რუსეთთან კარგი პრაგმატული ურთიერთობა. მათ უნდათ დიალოგი. მათ მშვიდობა უნდათ“, — თქვა ბლაჰამ.
ვინ არიან და რა პოლიტიკური წონა აქვთ საქართველოს ხელისუფლების თანამოაზრეებს ევროპარლამენტში, წაიკითხეთ აქ:
ვინ არიან და რა პოლიტიკური წონა აქვთ „ოცნების“ თანამოაზრეებს ევროპარლამენტში?