“ოცნების” ვიზიტი ჩინეთში და ევროპარლამენტის რეზოლუცია ჩინური გავლენებისგან გასათავისუფლებლად | ევროდეპუტატების გზავნილები

მაშინ, როდესაც “ქართული ოცნება” პეკინთან სტრატეგიული ურთიერთობის დამყარებას ცდილობს, ევროკავშირი ჩინური გავლენებისგან გათვისუფლებისთვის იბრძვის. სტრასბურგში, ევროპარლამენტმა დღეს მიიღო ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუცია, რომელიც სწორედ აღმოსავლური ქვეყნის ეკონომიკური ექსპანსიისა და გავლენის შემცირებას ისახავს მიზნად.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკავშირმა და მისმა ინსტიტუტებმა ჩინური კომპანიების სისტემატიური სკრინინგი უნდა განახორციელონ და, საჭიროების შემთხვევაში, გაწყვიტონ კიდეც ურთიერთობა პოტენციურად სახიფათო პარტნიორებთან. ევროპარლამენტის შემდეგ ახლა რეზოლუციაზე მუშაობა ევროკომისიამ უნდა დაიწყოს, რომლისგანაც დეპუტატები კონკრეტულ ნაბიჯებს ელიან.