ოცნების ერთპარტიულმა პარლამენტმა MEGOBARI Act-ის საპასუხო განცხადება დაამტკიცა

ქართული ოცნების ერთპარტიულმა, არალეგიტიმურმა პარლამენტმა -ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული MEGOBARI Act-ის საპასუხო განცხადება დაამტკიცა.
წარდგენილ განცხადების პროექტს 87-მა არალეგიტიმურმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ისინი განცხადების დამტკიცებას ტაშით შეხვდნენ.
სპეციალური განცხადების პროექტი არალეგიტიმურ პარლამენტში 13 მაისს წარადგინეს. ინიციატორებს შორის არიან , ქართული ოცნების ფრაქცია.
***
საპასუხო განცხადება პარლამენტის ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა. განცხადების თანახმად, ქართული ოცნება MEGOBARI Act-ს კვლავ “საქართველოს სახელმწიფოს, ხალხისა და არჩეული ხელისუფლების უაღრესად მტრულ აქტს” უწოდებს და კვლავ დიფ სთეითის კონსპირაციაზე საუბრობს.