მარიამ ქვრივიშვილი “ოცმების” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დაინიშნა. შესაბამისი განცხადება ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
კობახიძის თქმით, ქვრივიშვილი მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრია და დღემდე ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოზიციაზე წარმატებით უძღვებოდა ტურიზმისა და ავიაციის მიმართულებებს. „დარწმუნებული ვარ, მინისტრის თანამდებობაზე ის იქნება ისეთივე წარმატებული, როგორიც იყო კონკრეტული დარგების ხელმძღვანელობისას“, – აღნიშნა კობახიძემ.
ამავე დროს, მოქმედმა მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ახალი თანამდებობა დაიკავა და ის ეკონომიკურ საკითხებში კობახიძის მთავარ მრჩევლად და ეკონომიკური საბჭოს მდივნად იმუშავებს.
