წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებელი ვანო ბურდული:
„ოცნების“ დიქტატურა უფრო და უფრო ბრუტალური ხდება – ირაკლი ოქრუაშვილის მერე, დღეს ზურა გირჩი ჯაფარიძეც მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ ღალატის რუსულ კომისიაზე გამოცხადებაზე, ანუ სამშობლოს ღალატზე უარი თქვეს! „რუსული ოცნება“ პოლიტიკურ ლიდერებს მაშინ აკავებს, როცა უამრავი მოძალადე ქუჩაში დაუსჯელად დადის და ახალ მსხვერპლს ეძებს! საქართველო დიქტატურისა და ავტორიტარიზმის ბნელი გზით ვერ განვითარდება, ჩვენ ვალდებული ვართ, ხელი შევუშალოთ ჩვენი ქვეყნის ნგრევას და დავაბრუნოთ ევროპულ ორბიტაზე. სოლიდარობა ყველა პოლიტპატიმარს!”
