ოცნების დეპუტატმა, ლევან მგალობლიშვილმა ანა წითლიძეს სხდომაზე მიკროფონი მოუქნია

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო პარლამენტის სხდომაზე, სადაც მინისტრის საათის ფორმატში იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს უსმენენ. ოცნების დეპუტატმა, ლევან მგალობლიშვილმა თინა ბოკუჩავას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო ანა წითლიძეს მიკროფონი მოუქნია.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბრეგაძე სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე საუბრობდა, რა დროსაც ენმ-ის დეპუტატმა, თინათინ ბოკუჩავამ მას სიტყვა გააწყვეტინა და თქვა, რომ ეს ტყუილია.
“რაც შეეხება მსჯავრდებულ ს საჩივრებს, პირველად 2022 წლის თებერვალში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა სააკაშვილის საჩივარი პენიტენციურ სისტემაში მისი მკურნალობისა და მასთან მოპყრობის საკითხებთან დაკავშირებით. ევროპული სასამართლოს შეფასებით ამ საქმესთან დაკავშირებით არ არსებობდა ადამიანის უფლებები დაცვის თვალსაზრისით რაიმე განსაკუთრებული გარემოება”.
ამის შემდეგ, ბრეგაძემ ბოკუჩავას მიმართა სიტყვებით:
“დამშვიდდით, ქალბატონო თინათინ, ნუ ღელავთ ასე ძალიან”, რაზეც ბოკუჩავამ მას კორექტულობისკენ მოუწოდა.
ვითარების დაძაბვის შემდეგ ოცნების დეპუტატმა, ლევან მგალობლიშვილმა თინა ბოკუჩავას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მიმართა სიტყვით – “გაა**ვი”. შეურაცხმყოფელ რეპლიკას ანა წითლიძის გაღიზიანება მოჰყვა, რის შემდეგაც მგალობლიშვილმა წითლიძეს მიკროფონი მოუქნია.

ასევე დაგაინტერესებთ