„ოცნების“ დეპუტატმა თურნავამ 47 312-ევროიანი საათი იყიდა 2023 წელს – დეკლარაცია

„ქართული ოცნების“ მილიონერ დეპუტატ ვახტანგ (ვატო) თურნავას, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას ახლო ნათესავია, ძვირადღირებული საათების კოლექცია აქვს. ექვსი საათის ჯამური ფასი 177 681 ათასი ევროა.
დეკლარაციების ვებგვერდი ექვსი თვის განმავლობაში გათიშული იყო. ანტიკორუფციულ ბიუროში ამბობდნენ, რომ ეს იყო „ტექნიკური ხარვეზი“, რომელიც, როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელთან “საუბრის” შემდეგ აღმოიფხვრა.
2025 წლის 28 მარტს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, თურნავას ძვირადღირებული საათების კოლექციაში ყველაზე იაფიანი Rolex Datejust 41-ია. მასში 2023 წლის 1 სექტემბერს 10 346 ევრო გადაიხადა. იმავე წელს იყიდა 47 312 ევროდ შეფასებული Audemars Piguet Royal Oak Chronograph-ი.
გარდა ამისა, ის ფლობს:
· Rolex Cosmograph Daytona-ს (ფასი – 44 502 EUR);
· Rolex Yacht-Master 40-ს (ფასი – 25 767 EUR);
· Rolex GMT-Master II-ს (ფასი – 19 900 EUR);
· Rolex Datejust 41-ს (ფასი – 16 428 EUR);
· Rolex Milgauss-ს (ფასი – 13 436 EUR).