პარლამენტის სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატ ლევან მგალობლიშვილსა და რამდენიმე ოპოზიციონერს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ლევან მგალობლიშვილმა ჯერ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს და ფრაქციის თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას მიმართა – “ნაბიჭვარო, წესიერად…შენ ხარ უზრდელი”, შემდეგ კი ნაციონალური მოძრაობის წევრს, ანა წითლიძეს, მიკროფონი მოუქნია. საპასუხოდ, წითლიძემ მმართველი პარტიის წევრს ქაღალდები ესროლა.