“ოცნების” დეპუტატი ტიტე აროშიძე ბათუმის უნივერსიტეტის რექტორობას აპირებს

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსზე განცხადებების შეტანა 15 იანვარს დასრულდა, განცხადება მხოლოდ ორმა პირმა, არჩილ გუჩმანიძემ და ტიტე აროშიძემ შეიტანა.
რექტორობის კანდიდატების სამოქმედო გეგმის განხილვა 21 იანვარს, 14:00 საათზე შედგება, ფარული კენჭისყრა კი იმავე დღეს 15:00 საათზე გაიმართება. გამარჯვებულის გამოსავლენად აკადემიური საბჭოს უმრავლესობის მხარდაჭერაა (6 ხმა) საჭირო.
ტიტე აროშიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრია “ქართული ოცნებიდან”.
ბსუ-ს რექტორობის მეორე კანდიდატი არჩილ გუჩმანიძეა, იქთიოლოგი, ბიოლოგიის დოქტორი და ასოციაცია “ფლორა და ფაუნას” გამგეობის თავმჯდომარე, რომელიც წლებია მუშაობს გარემოსდაცვით საკითხებზე.