“ოცნების” დეპუტატები ბექა ლილუაშვილსაც დაესხნენ თავს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც რუსულ კანონს მესამე მოსმენით განიხილავენ ისევ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაა. “ოცნების” დეპუტატები ამჯერად პარტია “საქართველოსთვის” წევრის, ს გამოსვლამ გააღიზიანა.
“ვინ ურეკავდა შვილებს ერთი გამაგებინე, არაფერი შეგეშალოს, ნაცმოძრაობაში ხომ არ გერევი, არავისში არ შეგეშალო, დამშვიდდით ყველა, თქვენ სიტყვაში თქვით თქვენი სათქმელი, აქ ის ხომ არ გგონიათ მართლა, 20 სპეცრაზმელი რომ ერთ ადამიანს ურტყამდა ესეც რომ არ დაგმეთ ესეც სიყვარულით გააკეთეთ? ვინც 2012 წელს იქ იდგა, მართლა გულწრფელად საკუთარი საკუთარი ქვეყნისთვის იბრძოდა, ეგ ხალხია დღეს ისევ ქუჩაში. ეგ ხალხია ზუსტად დღეს ქუჩაში და არჩევნების შემდეგ რომ ჰპირდებით ენმ-ის გასამართლებას”, – ამბობდა ლილუაშვილი.
ამ განცხადების შემდეგ, მას აგინეს და იყო ფიზიკური შეხლა-შემოხლა.
მანამდე უმრავლესობა დაუპირისპირდა დეპუტატ ტარიელ ნაკაიძეს და ლევან ხაბეიშვილს, ასევე შეურაცხყოფა მიაყენეს სხვა დეპუტატებს.