ოცნების დელეგაციისთვის უფლებამოსილების მინიჭებაზე უარის საკითხს PACE 29 იანვარს განიხილავს

ქართლი ოცნების დელეგაციისთვის უფლებამოსილების მინიჭებაზე უარის საკითხი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2025 წლის ზამთრის სესიის გახსნით სხდომაზე დღის წესრიგში დადგა.
PACE-ს განცხადების თანახმად, საკითხი უკვე გადაცემულია ასამბლეის შესაბამისი კომიტეტებისთვის და მას 29 იანვარს განიხილავენ.
ევროპის სახალხო პარტიის წევრმა ბორიანა აბერგმა ქართული ოცნების პარლამენტს “ერთპარტიული” უწოდა და თქვა, რომ საქართველოში დემოკრატიული წყობა ნგრევის პროცესშია. მას ასამბლეის სულ მცირე 30-მა წევრმა დაუჭირა მხარი, რომლებიც შედიან სულ მცირე 5 ეროვნულ დელეგაციაში.
სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია დღეს გაიხსნა.
სამმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია ცვლილებისთვის და გახარია საქართველოსთვის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მიმართეს, არ დაადასტურონ ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მანდატები.