აშშ-ის კონგრესში საქართველოსა და მოლდოვაში მოახლოებული არჩევნების კონტექსტში აშშ-ის პოლიტიკაზე მოსმენა მიმდინარეობს. მოსმენა კონგრესის ევროპის საგარეო საქმეთა ქვეკომიტეტმა მოიწვია.
ცოტა ხნის წინ კომიტეტზე სიტყვით გამოვიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯოშუა ჰაკი, რომელმაც საქართველოში არსებულ ვითარებაზე – ქართული ოცნების ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებზე, რუსულ კანონზე, მოახლოებულ არჩევნებსა და მმართველი გუნდის დეზინფორმაციულ კამპანიაზე ისაუბრა.
მან სიტყვით გამოსვლა დაიწყო საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებზე საუბრით და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობის მხარდაჭერა არასდროს ყოფილა იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ეს ახლაა.
