მელიქიშვილის გამზირზე დაპირისპირების შემდეგ დაკავებული „ქართული ოცნების“ აქტივისტები ზაზა მამალაძე და ირაკლი ბუაჩიძე პასუხისმგებლობის გარეშე გაათავისუფლეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის მტკიცებით, „დაზარალებულმა აქტივისტებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მათი ჩვენებებიდან გამომდინარე, შეუძლებელი გახდა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის პასუხისგებაში მიცემა“.
შესაბამისად, ისინი დღეს გათავისუფლდნენ დაკავებიდან“, — განაცხადა დარახველიძემ.
არსებობს ვიდეოკადრები, სადაც ირაკლი ბუაჩიძის და ზაზა მამალაძის მხრიდან ძალადობა ჩანს და მათი პასუხისმგებლობის დასადგენად შსს-ს დაზარალებულმა აქტივისტების „გამოძიებასთან თანამშრომლობა“ არ სჭირდებოდა. კერძოდ, ვიდეკადრებში ჩანს, რომ ზაზა მამალაძემ ქალს სახელში ხელი გაარტყა. ასევე, უხამს ჟესტებს აჩვენებს აქციის მონაწილეებს, ირაკლი ბუაჩიძე კი ხელკეტით უსწორდება აქციის მონაწილეებს. სხვა ვიდეოში მას პოლიციელი ეხვეწება, რომ „დრინი“ (ხელკეტი) მისცეს. ბუაჩიძე პოლიციელს ეუბნება, რომ „მათიანია, ოცნებიდანაა“.
რაც შეეხება კალაძის ბანერის დაზიანებისთვის დაკავებულ მეგი დიასამიძეს, დარახველიძის თქმით, გენერალურმა პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შესახებ და ის რამდენიმე საათში გათავისუფლდება პატიმრობიდან.
