„ოცნების“ გადაწყვეტილებით, FARA-ს „ასლის“ აღმსრულებელი ანტიკორუფციული ბიურო იქნება

„ქართული ოცნების“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც მმართველი პარტიის თქმით, ამერიკული FARA-ს „ასლის“ ( უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის) ასლია.
როგორც კომიტეტზე განხილვისას გახდა ცნობილი, კანონის აღმასრულებელი ორგანო ანტიკორუფციული ბიურო იქნება, რომლის ხელმძღვანელიც რაჟდენ კუპრაშვილია.
როგორც კანონპროექტზე მომხსენებელმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, -ში FARA-ს აღსრულებას იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი უზრუნველყოფს, თუმცა ქართულ რეალობაში ასეთი ფიზიკურად არავინაა.
„საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, კოლეგებო, გთავაზობთ, რომ აღმასრულებელი ამ კანონისა იყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ანტიკორუფციული ბიურო და ანტიკორუფციულმა ბიურომ უზრუნველყოს კანონით გათვალისწინებული თითოეული დებულების აღსრულება და კონტროლი“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ამასთან, არჩილ გორდულაძის თქმით, თუ ამერიკულ კანონში გარკვეულ მოქმედებებს ახორციელებს სახელმწიფო მდივანი, „ოცნების“ კანონში მის ნაცვლად საგარეო საქმეთა მინისტრს მიუთითებენ.
მისი თქმით, უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტით გათვალისწინებული განაცხადის წარუდგენლობისთვის ან უცხოეთის აგენტად დარეგისტრირებაზე თავის არიდებისთვის, გათვალისწინებული იქნება დაჯარიმება 10 ათასი ლარით ან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა.

ასევე დაგაინტერესებთ