ოცნების არალეგიტიმურმა პარლამენტმა კანონში “დრაკონულ” ცვლილებებს-შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების, ამასთან ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობების გამკაცრებას, მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.
არალეგიტიმური პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ხელმოსაწერად და გამოსაქვეყნებლად მიხეილ ყაველაშვილს გადაეგზავნება. გამოქვეყნების შემდეგ კი კანონი ძალაში შევა.
საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, 15-დღიდან 60 დღემდე იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა, მესაკუთრის თანხმობის გარეშე დახურულ სივრცესა და შენობებში აქციების ჩატარება და საჯარო კრიტიკა, ავტომაგისტრალების, ხიდების, გვირაბების, ესტაკადების, მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო კვანძებისა და რკინიგზის ბლოკირება იკრძალება.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის, საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა მის საქმიანობასთან დაკავშირებით, რისთვისაც მკაცრი სანქციები განისაზღვრება.
სისხლის სამართლის კოდექსში იქნება რიგი ცვლილებები. ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯაროდ მოწოდება აქამდე ისჯებოდა მხოლოდ ჯარიმით და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, არსებული ცვლილებით, ამ ქმედებისათვის განისაზღვრება პატიმრობა სამ წლამდე ვადით.
იზრდება სისხლის სამართლებრივი პატიმრობის ვადა პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის და ძალადობისათვის და ეს გადავა მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში 5 წლიდან 6 წლამდე.
სისხლის სამართლის წესით დაისჯება, პოლიტიკურ თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, ასევე საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ან ძალადობის მუქარის ჩამდენი პირი.
ასევე, მკაცრდება სანქცია პოლიციელზე, ხელისუფლების წარმომადგენელსა და მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმისათვის, ჯგუფურობის არაერთგზისობის საშიში საშუალებით განხორციელების შემთხვევაში. ეს კონკრეტული გარემოებები გადავა დამამძიმებელ გარემოებებში.
სისხლის სამართლის წესით დაისჯება, პოლიტიკურ თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, ასევე საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ან ძალადობის მუქარის ჩამდენი პირი.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/zj7slqcklwiatbd-0EyF1d-300x205.jpeg)