„ოცნების“ ამომრჩეველთა 14% ფიქრობს, რომ უვიზოს შეჩერება ხელისუფლების ბრალი იქნება – კვლევა

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის (59%) აზრით, დიდი ან სერიოზული საფრთხე არსებობს, საქართველოს შეუჩერდეს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა.
„ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა ჯგუფში ამ საფრთხეს ხედავს მესამედი, ხოლო უმრავლესობა (53%) ფიქრობს, რომ ამის მცირე ან არავითარი საფრთხე არ არსებობს.
კვლევის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს შეუჩერდება უვიზო მიმოსვლა, საქართველოს მოსახლეობის 54%-ის აზრით, ეს „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა იქნება.
რაც შეეხება უშუალოდ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებს, მათი 40% ფიქრობს, რომ თუ უვიზო მიმოსვლა შეჩერდება ეს ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება, 23% პასუხისმგებლობას ევროკავშირს აკისრებს. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა მხოლოდ 14% ფიქრობს, რომ უვიზო მიმოსვლა შეჩერდება, ეს მმართველი პარტიის პასუხისმგებლობა იქნება.
ამავე კვლევის მიხედვით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ევროკავშირში გაწევრების მოლოდინი არ აქვს: – საქართველოს მოსახლეობაში – 46%-ს.
ამასთან, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების ჯგუფში თითქმის ყოველი მეორე (49%) ფიქრობს, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ევროკავშირში გაწევრება მოსალოდნელია.
უშუალოდ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების უმრავლესობის (66%) აზრით, მათი მხარდაჭერილი პარტია ეწევა დაბალანსებულ პოლიტიკას და კონკრეტულად არც ერთი ქვეყნის ინტერესებს არ ატარებს.
ამავე კვლევის მიხედვით:
· ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობაში 83%. ეს მხარდაჭერა უშუალოდ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებს შორის 68%-ია.
· ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის 68%
· ს მიერ შექმნილ კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციაში (ოდკბ-ში) გაწევრიანებას მხარს საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 9% უჭერს.
· საქართველოს ნეიტრალიტეტს მხარს უჭერს მოსახლეობის 52%. უშუალოდ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებს შორის ნეიტრალიტეტს მხარს უჭერს 66%.
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) 2025 წლის ივნისში ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა, რომლის მიზანი იყო საქართველოს მოსახლეობის განწყობებისა და მოსაზრებების შესწავლა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
კვლევის მეთოდოლოგია:
· კვლევის ტიპი: რაოდენობრივი კვლევა
· სამიზნე ჯგუფი: საქართველოს სრულწლოვანი (18+) მოსახლეობა
· შერჩევით ერთობლიობა: 2000 რესპონდენტი
· მეთოდი: პირისპირ ინტერვიუ
· შერჩევა: ალბათური; კერძოდ, კლასტერული შერჩევა წინასწარი სტრატიფიკაციით
· შერჩევის ცდომილება: ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით
· გამოპასუხების წილი: 71%
· საველე სამუშაოები ჩატარდა 2025 წლის 17-29 ივნისის შუალედში.
· კვლევის დონორი: სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
კვლევის განმახორციელებელი: სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი (ISSA).
· „ოცნების“ ყოველ მეორე ამომრჩეველს სჯერა დიფ სთეითის არსებობის და გავლენების – კვლევა
· რა დამოკიდებულება აქვს მოსახლეობას მიმდინარე საპროტესტო აქციებისადმი – კვლევა
· ფინანსური დანაშაულისთვის მსჯავრდადებულისთვის ფულის/ქონების გადაცემა დანაშაული იქნება

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ადგილობრივი არჩევნები 12 კვირაში გაიმართება – მოვინიშნოთ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ევროკომისრის პოზიცია, როგორც, ამ საარჩევნო ციკლში, ბრიუსელის პირველი ჩარევა საქართველოს არჩევნებში, მისი ჩაშლის მიზნით

კახა კალაძე – მეტროს ვაგონების ჩანაცვლებისთვის ტენდერი დასრულებულია – გამარჯვებული კომპანია „ჯითი გრუპი“ „სი არ არ სის ჩინეთთან“ თანამშრომლობით, 5 წლის განმავლობაში დედაქალაქს 111 ვაგონს მიაწვდის