„ოცნება“ PACE-ში გმობდა ე.წ. გეი პროპაგანდაზე კანონებს, რომლის მსგავსსაც ახლა თავად იღებს

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ევროპის საბჭოში წლების განმავლობაში გმობდნენ იმგვარ საკანონმდებლო ცვლილებებსა და ინიციატივებს სხვადასხვა ქვეყანაში, რომელიც ე.წ. გეი პროპაგანდის აკრძალვას ეხებოდა, თუმცა ახლა მმართველი პარტია თავად გეგმავს მსგავსი კანონპროექტის ინიციირებას.
მაგალითად, 2013 წელს „ქართული ოცნების“ წევრებმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მხარი დაუჭირეს ევროპის საბჭოს რეზოლუციას, რომელიც სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას ეწინააღმდეგებოდა. რეზოლუცია ასევე გმობდა ე.წ. ანტი-პროპაგანდისტულ კანონებს სხვადასხვა ქვეყანაში.
კერძოდ, რეზოლუციაში, რომელსაც მხარი ირაკლი ჩიქოვანმა, გუგული მაღრაძემ და თედო აბაშიძემ დაუჭირეს, ნათქვამია, რომ მიუხედავად 2010 წელს საპარლამენტო ასამბლეისა და მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებული რეზოლუციისა და არსებული პროგრესისა ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ, უსამართლობა კვლავ გავრცელებულია და ისინი დისკრიმინაციას კვლავ განიცდიან რამდენადაც, იზღუდება მათი შეკრებისა და გამოხატვის უფლება, ხელისუფლებები კი ვერ უზრუნველყოფენ მათ დაცვას ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ ნიადაგზე ძალადობისგან დაცვისგან.
ამასთან, დოკუმენტი ეწინააღმდეგებოდა კანონმდებლობას და საკანონმდებლო ინიციატივებს, რომელიც კრძალავს ე.წ. ჰომოსექსუალურ პროპაგანდას ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ლიეტუვა, მოლდოვა, და :
„ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ ზომები რათა აღიკვეთოს დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიადაგზე. Წაახალისონ თანასწორობა და გაუმკლავდნენ ჰომოფობიასა და ტრანსფობიას. ამასთან, ასამბლეა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ლოკალურ დონეზე საკანონმდებლო ცვლილებებისა და ინიციატივებისა გამო, რომელიც კრძალავს ე.წ. ჰომოსექსუალურ პროპაგანდას,“ — ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში, რომელსაც ოცნების წევრებმა მისცეს ხმა.
2013 წელსვე „ქართული ოცნების“ წევრებმა მ, გუგული მაღრაძემ და ამჟამინდელმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, რომელიც მოლდოვაში განხორციელებულ ცვლილებებს ევროპისთვის შეუსაბამოდ მიიჩნევდა.
„ასამბლეა შეშფოთებულია ცვლილებების გამო, რომლითაც დასჯადია „იმგვარი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც წინააღმდეგობაშია კონსტიტუციასა და ოჯახის კოდექსთან“. ამგვარი ცვლილება პირდაპირ წინააღმდეგობაშია ანტიდისკრიმინაციულ ევროპულ სტანდარტებთან. ასამბლეა მოუწოდებს მოლდოვის ხელისუფლებას გაიწვიოს ცვლილებები და მიესალმება ომბუდსმენის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს,“ — ვკითხულობთ რეზოლუციაში.
2013 წელს მოლდოვის პარლამენტმა ე.წ. გეი-პროპაგანდის შესახებ რუსეთში მოქმედის მსგავსი კანონი არ მიიღო. საკითხი დღის წესრიგიდან 2015 წელს მოიხსნა ლიეტუვასა და უკრაინაშიც. Რუსეთში კი ამგვარი კანონი კვლავ მოქმედებს.
Ამასთან, 2014 წელს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი და ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი შეუერთდა რეზოლუციას, რომელიც გმობდა რუსეთის ხელისუფლების მიერ ქვეყანაში ლგბტ ადამიანების სტიგმატიზებას.
რეზოლუციის ხელმომწერები აცხადებდნენ, რომ რუსეთის ხელისუფლება აგრძელებს ლგბტ ადამიანების სტიგმატიზების კამპანიას:
„მაგალითად სექტემბერში პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ერთნაირსქესიანი პარტნიორობის აღიარება „პირდაპირი გზაა დეგრადაციისკენ და იწვევს დემოგრაფიულ და მორალურ კრიზის“.
2022 წლის რეზოლუციით,რომელსაც გივი მიქანაძემ დაუჭირა მხარი, ევროპის საბჭო აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ქალების, გოგონების და ლგბტი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა გაუარესდა და როგორც ლოკალური, ასევე ფედერალური ხელისუფლების წარმომადგენლები მათ მიმართ დევნას „ტრადიციული ღირებულებებით“ ამართლებენ:
„ასამბლეა მოუწოდებს რუსეთს აღკვეთოს ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ლგბტ ადამიანების დევნა,“ — ვკითხულობთ რეზოლუციის ტექსტში.
დღეს, 25 მარტს, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიციირებენ, სადაც „მკაფიოდ გაიწერება ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიები“. თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ მმართველ უმრავლესობას, მის მიმართ ლოიალურად განწყობილ „ევროპელ სოციალისტებთან“ ერთად, საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად საჭირო (113 ხმა) არ აქვს.
მდინარაძის თქმით, მმართველი პარტია ახლო მომავალში ასევე დააინიციირებს უფრო კონკრეტულ ცვლილებებს რამდენიმე ათეულ კანონში, რომელსაც მიმდინარე წელს „გარანტირებულად“ მიიღებენ. კანონში ცვლილებების შეტანას მაქსიმუმ 76 ხმა ესაჭიროება, რაც „ქართულ ოცნებას“ გააჩნია.
რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, მდინარაძის თქმით, ეს შეეხება კონსტიტუციის 30-ე მუხლს, სადაც ქორწინების დეფინიციაა განსაზღვრული. მისი თქმით, ამ მუხლს დაემატება მესამე მუხლი, შემდეგი შინაარსით: „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.
მდინარაძის თქმით, კონსტიტუციური კანონის პროექტი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ 8 პუნქტისგან შედგება:
1. კანონმდებლობით შეიძლება მოწესრიგდეს ქორწინებასთან მიმსგავსებული მხოლოდ იმგვარი ურთიერთობა, რომელიც არანაკლებ 18 წლის ერთი გენეტიკური მამაკაცის და ერთი გენეტიკური ქალის კავშირს ითვალისწინებს.
2. არასრულწლოვანის შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისად ქორწინებაში მყოფი მეუღლეების ან ჰეტეროსექსუალი პირის მიერ.
3. აკრძალულია ადამიანის სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა.
4. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემულ დოკუმენტში მიეთითება მხოლოდ მდედრობითი ან მამრობითი სქესი, რომელიც მის გენეტიკურ მონაცემებს შეესაბამება.
5. ბათილია საჯარო ხელისუფლების ან კერძო პირის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებას პირდაპირი ან ირიბი ფორმით ზღუდავს.
6. აკრძალულია იმგვარი შეკრება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.
7. აკრძალულია იმგვარი შინაარსის ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.
8. აკრძალულია საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროცესში იმგვარი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.
ამასთან, მდინარაძე არ გამორიცხავს, რომ პრაიდის ჩატარებაც აიკრძალოს. კერძოდ, მდინარაძეს ჰკითხეს, აიკრძალება თუ არა პრაიდის ჩატარება და ცისარტყელის დროშების გაშლა.
არ არსებობს რომელიმე ავტორიტეტული სამეცნიერო ორგანიზაციის კვლევა, რომელიც ამბობს, რომ რაიმე სახის “პროპაგანდას” ადამიანის სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის შეცვლა შეუძლია.
მსოფლიოს არაერთ წერტილში, მათ შორის -ში, ამ თემით მრავალი ულტრაკონსერვატიული ჯგუფი მანიპულირებს, თუმცა — მყარი მეცნიერული დასაბუთების გარეშე. არიან ისეთებიც, რომლებიც ამტკიცებენ ან წარსულში ამტკიცებდნენ, რომ გარკვეულ “თერაპიებს” ლგბტ ადამიანების ორიენტაციის ან იდენტობის შეცვლა ძალუძთ. არაერთმა ასეთმა ფსევდოთერაპევტმა მოგვიანებით ბოდიში მოიხადა მავნე და საშიში პრაქტიკის გამოყენებისთვის, ზოგიერთი კი იმაშიც გამოტყდა, რომ თავად გეია.
ამ თემაზე გირჩევთ