“ოცნება” EU-ს 9 ახალ დათქმასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას ხვალ გაასაჯაროებს

რა გეგმა აქვს ხელისუფლებას – როგორ აპირებს “ოცნება” იმ დათქმების შესრულებას, რაც ქვეყანას ევროკომისიამ დაუწესა. მმართველი გუნდი სამოქმედო გეგმას ხვალ, 27 ნოემბერს, მთავრობის სხდომაზე წარადგენს. “ქართული ოცნების” თავმჯდომარე კონსულტაციებზეც საუბრობს. ირაკლი აანონსებს, რომ 9 პრიორიტეტის შესრულებისთვის სამუშაო ჯგუფში ოპოზიციურ პარტიებსა და არასამთავრობო სექტორს მიიწვევენ. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ევროკომისიის დათმობის შესრულებას არ აპირებს

შეგახსენებთ, რომ სამოქმედო გეგმის გასაჯაროების შემდეგ პროცესები ისევ საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს. ოპოზიცია და მესამე სექტორი თანხმდება, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ევროკომისიის ახალი დათქმები არ შესრულდება და ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე გადასასვლელად მნიშვნელოვანია დემოკრატიული ს ჩატარება და არჩევანის გაკეთება ევროპასა და რუსეთს შორის.