ოცნება ძირს უთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობას – ბლინკენი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი “ქართული ოცნების” რუსულ კანონს აფასებს და ამბობს, რომ კანონი “საქართველოს ევროატლანტიკურ გზას საფრთხეს უქმნის და ძირს უთხრის -საქართველოს ურთიერთობას:
“რუსულმა კანონმა და “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობის ანტიდასავლურმა რიტორიკამ “საქართველო დააყენა საეჭვო ტრაექტორიაზე, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ გზას საფრთხეს უქმნის და ძირს უთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობას”, – ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სახდეპში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალიტს ალექს რაუფოღლუს შეკითხვის საპასუხოდ. მის ამ განცხადებას X-ზე სწორედ რაუფოღლუ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ