„ოცნება“ ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობას აუქმებს

„ქართული ოცნება“ აუქმებს ოპოზიციის კვოტით არჩეული ს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას.
აღნიშნული ცვლილებება მმართველმა პარტიამ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას შეიტანა. მეორე მოსმენით განხილვა პარლამენტის პლენალურ სხდომაზე დღეს, 9 თებერვალს, მიმდინარეობს.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ცესკოს თავმჯდომარეს ორი მოადგილე ჰყავს – ერთი არჩეულია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნულ ცესკოს წევრთაგან, მეორე კი ცესკოს პროფესიული წევრებიდანაა არჩეული.
ამჟამად ოპოზიციის კვოტით ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე „ლელოს“ წევრი გიორგი სიორიძეა. თუმცა, მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესვლისთანავე ოპოზიციის კვოტით არჩეულ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილეს უფლებამოსილება შეუწყდება.
თავად გიორგი სიორიძის შეფასებით, „ქართული ოცნება“ პარლამენტში მეორე მოსმენით მიიღებს პროექტს ერთპარტიული ცესკოს დაკანონების შესახებ.
„ქართული ოცნების“ ლიდერები ავრცელებდნენ არასწორ ინფორმაციას, თითქოს საქართველოს პარლამენტში ევროკავშირის 9 დათქმის შესრულების შესახებ გამართულ შეხვედრაზე ყველა ოპოზიციური პარტია დათანხმებია ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობის გაუქმების გადაწყვეტილებას – ეს არ შეესაბამება სიმართლეს! სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის პოსტის გაუქმება, რომელიც მთელი ოპოზიციის კვოტაა და არა „ლელოსი“, მიუღებელია, როგორც ქართული ოპოზიციური პარტიებისთვის, ასევე, ევროპელი პარტნიორებისთვის“, – აცხადებს გიორგი სიორიძე.
საკანონმდებლო ცვლილებების განხილვისას „ქართული ოცნების“ წევრებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა მ შეახსენა, რომ ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის პოსტი პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი იყო.
„მახსოვს, მაშინ ც იყო ჩართული, ც. შევთანხმდით, კონსენსუსი იყო, რომ ნდობის გაზრდისთვის ადმინისტრაციული ფუნქციები ჰქონოდა მათ შორის ოპოზიციას. რა პრობლემა შექმნა ოპოზიციის წარმომადგენელმა ამ წლების განმავლობაში, რა დილემები დააყენა? რა საფრთხეები შექმნა, რა რისკები ოპოზიციის არსებობამ? ისე კი არ ვუყურებ საკითხს, რომ ახლა ოპოზიციას ეყოლება იქ წარმომადგენელი, არ ეყოლება, მეორეხარისხოვანია. ევროპული რეკომენდაცია სარჩევნო ნაწილში შესრულებულად ჩაითვლება? გვიღირს იმად, რომ ვიღაცა არ მოგწონთ, იქ თუ პოლიტიკური წარმომადგენელია, ამად გვიღირს, რომ შეიძლება არ ჩაითვალოს ეს რეკომენდაცია შესრულებულად? ამ საკითხს ასე ვუყურებ. პრობლემა რომ არ ყოფილა აქამდე, ზუსტად ვიცი და არც მომავალში არ შექმნის, ოპოზიციის წარმომადგენელი იქნება თუ არა მოადგილე“, — განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ოპოზიციის პასუხად გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტიის ოპონენტების რეალური ზრახვა ცესკოს თავმჯდომარის პოზიციის ხელში ჩაგდებაა, ვინაიდან ცესკოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას მოადგილე ასრულებს.
„რეალური ზრახვები, რაც ამ კითხვების უკან დგას და რომელიც ძალიან იოლად ამოკითხვადია, არის ის, რომ სწორედ ოპოზიციის მიზანია, ეს პროცესი მაქსიმალურად დისკრედიტირებული იყოს და, საბოლოო ჯამში, ცესკოს თავმჯდომარეობის პოზიცია ხელში ჩაიგდოს არა პროფესიული ნიშნით არჩეულმა პირმა და ნეიტრალურმა ადამიანმა, არამედ ოპოზიციის იმ წარმომადგენელმა, რომელიც ჰყავთ დღეს არჩეული და წარმოადგენს პარტია „ლელოს“. უფრო მეტიც, აბსოლუტურად მიუღებელია დემოკრატიული პრინციპებისთვის, რომ კონკრეტული პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი იყოს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე“, — განაცხადა გივი მიქანაძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი ბოლო წლებში რამდენიმეჯერ შეცვალა. ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი 2021 წლის 19 აპრილის მიღებული ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებაში იყო გათვალისწინებული, თუმცა ამ შეთანხმების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმეჯერ შეცვალა ეს წესი და 2023 წლის ივნისში მიღებული ბოლო ცვლილებების მიხედვით, ოპოზიციისა და პრეზიდენტის როლის გამორიცხვასაც უშვებს.
„ქართულმა ოცნებამ“ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესში მორიგი ცვლილებები 2023 წლის სექტემბერში წარადგინა, რომელიც შეფასებისთვის ვენეციის კომისიაში გააგზავნა.
კერძოდ, მმართველი გუნდის ინიციატივით, ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად 90 ხმა იქნება საჭირო, ნაცვლად დღეს მოქმედი კანონისა, რომლითაც ცესკოს თავმჯდომარეს 5 წლის ვადით 76 ხმით ირჩევენ. ცვლილებების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად 90 ხმა ვერ მოგროვდება, მაშინ კრიზისული სიტუაციიდან გამოსავალი 76 ხმა იქნება და კანდიდატებისთვის ორჯერ იქნება შესაძლებელი, 76 ხმით მხარდაჭერის მიღება სცადონ.
იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატები ვერც 76 ხმას მიიღებენ, მაშინ საკითხი შემდგომი ინდივიდუალური გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს პრეზიდენტს გადაეცემა. კერძოდ, პრეზიდენტს გადაეცემა კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატის სია და ის ერთპიროვნულად გადაწყვეტს, წარმოდგენილი სიიდან რომელი კანდიდატი დანიშნოს ცესკოს თავმჯდომარედ თუ ცესკოს წევრის ვაკანტურ პოზიციაზე.
თუმცა ძალაში რჩება „ქართული ოცნების“ მიერ რამდენიმე თვის წინ მიღებული ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას, კომისია რეკომენდაციას უწევს ცვლილებების პროექტის ისე შეცვლას, რომ უზრუნველყოფილი იყოს კონსენსუსი ცესკოს უპარტიო წევრებისა და თავმჯდომარის დანიშვნა/არჩევაზე; ეს შეიძლება გულისხმობდეს თავდაპირველად საპარლამენტო უმრავლესობის 2/3-ის მოთხოვნას და, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმს, რომელიც კვალიფიციურ უმრავლესობას ანიჭებს უპირატესობას, ვიდრე მარტივ (ან აბსოლუტურ) უმრავლესობას მიმართავდეს.
ამასთან, ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, კანონპროექტიდან ამოღებული უნდა იქნეს დებულება, რომლის მიხედვითაც ოპოზიციური პარტიიდან არჩეული ცესკოს წევრებიდან თავმჯდომარის მოადგილე არ შეირჩევა.