„ოცნება“ სარჩელით ენმ-ის, „ლელოსა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ აკრძალვას ითხოვს

„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელით მოითხოვს არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს სამი ოპოზიციური პარტია: „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო – ძლიერი საქართველო“, „კოალიცია ცვლილებისთვის“. ამის შესახებ განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა, რომელიც სადავო პარლამენტის თავმჯდომარეა.
ს მონაცემებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი ოთხმა პარტიამ გადალახა. „ქართული ოცნება“ მათგან მხოლოდ ერთს („გახარია საქართველოსთვის“) არ უჩივის საკონსტიტუციო სასამართლოში. ამ პარტიამ დღეს, 28 ოქტომბერს, დაიწყო საპარლამენტო საქმიანობა.
„მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების და მმართველი პოლიტიკური პარტიის როგორც საშინაო- პოლიტიკურ, ისე საგარეო-პოლიტიკურ ლეგიტიმაციას და შესაბამისად მის კონსტიტუციურობას.
ამით აღნიშნული პარტიები აღიარებენ, რომ მათსა და მმართველ პარტიას შორის ერთ-ერთი მხარე უსათუოდ არაკონსტიტუციურად უნდა შეირაცხოს. ჩვენს სარჩელში წარმოდგენილია მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ არაკონსტიტუციური მიზნები სწორედ ამ პოლიტიკურ პარტიებს ამოძრავებთ“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სარჩელი შევა იმ პარტიების წინააღმდეგ, რომლებიც აკმაყოფილებენ ორ კრიტერიუმს:
· რამდენად მყარია სამართლებრივი დასაბუთება;
· რამდენად უქმნის ეს პარტია თავისი ზომით, ორგანიზებული სტრუქტურით თუ პოლიტიკური გავლენით საფრთხეს კონსტიტუციურ წყობილებას.
„[სარჩელში მითითებულ პარტიებთან] მჭიდროდ დაკავშირებულები არიან სხვა პოლიტიკური პარტიებიც, როგორებიცაა: „დროა“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“… აგრეთვე „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო“, „ფედერალისტები“, „რესპუბლიკური პარტია“ და სხვა, ფიქტიური და ერთკაციანი, მცირე პარტიები. თუმცა ვინაიდან ამჟამად მათი სიდიდით, ორგანიზებული სტრუქტურით არსებითი გავლენა, მათ შორის საარჩევნო ბარიერის გადალახვის პერსპექტივა არ გააჩნიათ, ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება“, – თქვა პაპუაშვილმა.
მასალა განახლდება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: მთავარი საკითხი, ის დანაშაულები, რომლებიც მათ ჩაიდინეს და შემდეგ როგორც იქცეოდნენ, ჩემი პირადი აზრით, რა თქმა უნდა, ეს ნამდვილად იძლევა იმის წინაპირობას და შესაძლებლობას, რომ მსგავსი პოლიტიკური პარტია არ არსებობდეს…

ვახტანგ ხმალაძე – პაპუაშვილმა თქვა, რომ თურმე აქლემის და ნემსის ქურდი სხვადასხვაა, ეს იყო ანტიკონსტიტუციური განცხადება: „თუ მოძლიერდნენ, ავკრძალავთ“ – აუცილებელია პროდასავლურმა პარტიებმა ერთიანი სტრატეგიის შემუშავება მოახერხონ