„ოცნება” საკუთარ მომხრეებთან დამარცხდა“ – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო ხანაია:
„დღეს ,,ქართული ოცნება” საკუთარ მომხრეებთან დამარცხდა. ვფიქრობ, პირველად იგრძნეს ასე ცხადად, როგორ მიატოვებს მათ დამარცხებული რეჟიმი და გაიქცევა. როგორც მდინარაძე გაექცა რუსთაველიდან იმ პარტაქტივს. დღეს პირველად გამოსცადეს ასე აშკარად, როგორ ფეხებზე დაიკიდებენ. მიატოვებენ ქუჩაში და თავად გაეცლებიან. ეტყვიან, წადით სახლებშიო ან თავში ქვა გიხლიათო. შეიძლება, საერთოდ არაფერი უთხრან.ასე მიატოვებენ საკუთარ თანაგუნდელებსაც, როგორც ,,დეპუტატი” დააყუდეს პარლამენტთან და ჟურნალისტისგან შეიტყო, რომ ტყუილად ელოდებოდა ნაძვის ხის ანთებას დღეს.თავის მხრივ, ბიძინა მიაგდებს მდინარაძეებსა და სხვა მონებს, რადგან არ არის ბიძინას სამაშველო ნავში ადგილები.ზუსტად ასე გამოუსვამს ცელს საპატრიარქოც, როგორც დღეს პირში ჩალაგამოვლებული დატოვა შალვა კეკელიამ აგრესიული ქოცები.“

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ბასილაია – ჩემს დაცვის ქვეშ მყოფებს სხვადასხვა ეპიზოდთან ერთად ედავებიან 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დაშლას, გუშინ კი ვიხილეთ მელიქიშვილზე, როგორ სასტიკად არბევდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები დემონსტრანტებს – არავინ დაუკავებიათ

გია ვოლსკი – საქართველოში მისიის არჩევნებზე გამოგზავნა იმ ხალხისთვის ცუდი შედეგით დამთავრდა, ვინც ქვეყნის არევასა და დესტაბილიზაციაზე ფიქრობს – გავიხსენოთ ეუთო/ოდირზე პოლიტიკური, მორალური და ფსიქოლოგიური შეტევა