“ოცნება” რუსული კანონის მიღებას, სავარაუდოდ, სამშაბათს, 14 მაისს გეგმავს

პრემიერ-მინისტრმა მ განაცხადა, რომ “ვეტოს პროცედურის ფარგლებში”, შესაძლებელი იქნება პოზიციების შეჯერება რუსულ კანონთან დაკავშირებით.
ტელემედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე მ ორჯერ ახსენა, რომ ამ დისკუსიისთვის განსაზღვრული პერიოდი 14 მაისიდან 28 მაისამდეა. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ მმართველი პარტია რუსული კანონის მიღებას სწორედ 14 მაისს აპირებს.
“ვეტოს პროცედურის ფარგლებში არის ორი კვირა – 14 მაისიდან 28 მაისამდე, როცა შესაძლებელია ყველა საკითხის განხილვა, შეჯერება, უცხოელ პარტნიორებთან – ევროკავშირის უმაღლესი დონის წარმომადგენლებზე მაქვს საუბარი […] პირდაპირ, გახსნილად შევთავაზე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებს ეს დისკუსია, რომ წარმოგვიდგინეთ კონკრეტული შენიშვნები, დავსხდეთ, შევჯერდეთ. რაზეც შევჯერდებით, იმას ავასახავთ კანონში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით საუბარი ჰქონდა ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთანაც. ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვებს, მზად არის თუ არა “ქართული ოცნება” კანონპროექტში ცვლილებების შესატანად, მათ შორის, მის სახელწოდებასთან დაკავშირებით, კობახიძე დაეთანხმა.
“ხო, ისე რა აზრი აქვს დისკუსიას?! რა თქმა უნდა. მივიღებთ სამართლებრივ შენიშვნებს და ამის გაზიარებაზეა საუბარი”, – თქვა კობახიძემ.
რუსული კანონის მესამე მოსმენა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ორშაბათს, 13 მაისს არის დაგეგმილი.
ამავე თემაზე:
· შესაძლებელია ვეტოს პროცედურის გამოყენება იმისათვის, რომ შევაჯეროთ პოზიციები – კობახიძე რუსულ კანონზე

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ საფრთხის ქვეშ დააყენა ევროკავშირთან ქართველი ხალხის მთავარი მონაპოვარი – უვიზო მიმოსვლა, ამიტომ 26 ოქტომბერს ეს ანტიქართული, პოლიტიკური ძალა უნდა დავამარცხოთ