„ოცნება“ პრეზიდენტის არჩევას ოპოზიციის მონაწილეობის გარეშეც შეძლებს

საქართველოს პრეზიდენტს 14 დეკემბერს აირჩევს არასრული საარჩევნო კოლეგია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „გახარიამ — საქართველოსთვის“ უკვე განაცხადეს, რომ პრეზიდენტის არჩევის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ.
ამასთან, თუ გავითვალისწინებთ, რომ 300-კაციან კოლეგიაში „ქართულ ოცნებას“ 156 წევრი ჰყავს, პრეზიდენტის ასარჩევად შესაძლოა, მეორე ტური გახდეს საჭირო.
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა პრეზიდენტის 14 დეკემბერს დანიშნა. დღესვე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განსაზღვრა საარჩევნო ღონისძიების გრაფიკი და საარჩევნო კოლეგიაში წევრთა კვოტები.
წელს პირველად, პრეზიდენტი აირჩევა არა ხალხის პირდაპირი საარჩევნო უფლებით, არამედ საარჩევნო კოლეგიის მიერ. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში შედის 300 წევრი, მათ შორის საქართველოს პარლამენტის 150 წევრი, სა (20 წევრი) და აჭარის (21 წევრი) ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. საარჩევნო კოლეგიის დანარჩენი 109 წევრი კი, ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნებზე მიღებული მხარდაჭერის პროპორციული კვოტების შესაბამისად, პოლიტიკურმა პარტიებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან უნდა დაასახელონ.
ს მიერ განსაზღვრული კვოტებით, საკრებულოებიდან პარტიების კვოტები კოლეგიაში შემდეგნაირად ნაწილდება:
· „ქართული ოცნება“ – 54 წევრი
· „ნაციონალური მოძრაობა“ – 36 წევრი
· „გახარია – საქართველოსთვის“ – 9 წევრი
· „ძლიერი საქართველო — ლელო“ – 4 წევრი
· „ევროპული საქართველო“ – 2 წევრი
· „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 1 წევრი
· „პატრიოტთა ალიანსი“ – 1 წევრი
· „ლეიბორისტული პარტია“ – 1 წევრი
· „გირჩი – მეტი თავისუფლება“ – 1 წევრი
შესაბამისად, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს გამოკლებით, პარტია „ქართულ ოცნებას“ კოლეგიაში 156 წევრი (პარლამენტიდან — 89, საკრებულოებიდან — 54 და აჭარის უმაღლესი საბჭოდან — 13) დეპუტატი ეყოლება.
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს. არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელიც საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც მიიღებს. თუ პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩა, მეორე ტურში კენჭი ეყრება პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. მაშასადამე, იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ პირველივე ტურში ვერ მოახერხებს 200 ხმის მობილიზებას, მეორე ტურში პრეზიდენტის არჩევას კოლეგიის 151 წევრითაც შეძლებს, რაც გარანტირებული აქვს. პარლამენტის თავმჯდომარის დადგენილებით, საჭიროების შემთხვევაში არჩევნების მეორე ტური იმავე დღეს ჩატარდება.