“ოცნება, ისედაც უმუშევრობაში, საკონტროლო გასროლას გვიკეთებთ?” – თავდგირიძე

სამხედრო ექსპერტი, “ფარის” დამფუძნებელი, გიორგი თავდგირიძე:
ოცნება. საერთოდ აზრზე ხართ რას აკეთებთ? იაფი მუშახელის გამო ცლით ქართველებისგან საქართველოს? ისედაც უმუშევრობაში, საკონტროლო გასროლას გვიკეთებთ?
მალე დაგასრულებთ.
ცნობისათვის, 16 მაისიდან საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა  კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეს ეძლევა. 17 აპრილის მთავრობის დადგენილების თანახმად, რომელსაც ხელს ირაკლი აწერს, დამტკიცდა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის სამეფოს,საუდის არაბეთის სამეფოს, კატარის სახელმწიფოს, ქუვეითის სახელმწიფოსა და ომანის სასულთნოს მრავალჯერადი ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების საფუძველზე შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შესაბამისი ვადითა და პირობებით.

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: უფრო მეტი ქვეყანა რომ ყოფილიყო იმ პრინციპებისა და სამშვიდობო პოლიტიკის ერთგული, რომელსაც საქართველო და სლოვაკეთი აწარმოებს, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში ომი არ იქნებოდა

სალომე სიმონია: ქვეყანაში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეც კი მევახშეა, მინისტრს და დეპუტატებს დიდი ოდენობით თანხები აქვთ გაპროცენტებული; საჯარო უწყებები მილიონერებით არის სავსე. ამ დროს, ხალხი ვალებში იხრჩობა