“ოცნება” ეს ხალხი ხომაა თქვენი გაგიჟებული?! ჰოდა, პასუხსაც თქვენ აგებთ” – რა შეემთხვა მერაბ მეტრეველს

შარო საიდან მოდიხარო, ხომ გაგიგიათ, ეს დამემართა დღეს.
რამდენიმე წლის წინ ჩემა ცოლმა ოლოვერს (ჩვენი ძაღლია, ვინც არ იცით) North Face-ს საწვიმარი უყიდა, რომელსაც ზურგზე ამერიკის დროშა ახატია (ადრე ფოტოც დავდე, ამერიკის აგენტია მეთქი). ჰიდა, დღეს ვასერინებ ამ საწვიმრით და ვიღაც ტიპმა ქუჩაში საქმის გარჩევა დამიწყო, რა არის ამ ლიბერალებს მარტო ამერიკის დროშა რომ გევასებთ, საქართველოს დროშიანი რატომ არ ჩააცვიო. თან ამას მიყვირის ხმამაღლა ქუჩის მეორე მხრიდან, 90-იანების “ჩაცუცქულების” ინტონაციით.
იმან კი მიიღო საკადრისი პასუხი, მაგრამ “ოცნებას” მინდა მივმართო: ხომაა ეს ყველაფერი თქვენი ნაძირლური პროპაგანდის შედეგი?! ეს ხალხი ხომაა თქვენი გაგიჟებული?! ჰოდა, პასუხსაც თქვენ აგებთ ამ ყველაფერზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – რიგგარეშე არჩევნების თემას სკეპტიკურად ვუყურებ – რაც შეეხება კოალიციურ მთავრობას, პოლიტიკური განაცხადი უნდა გაკეთდეს, რომ არჩევნების შემდეგ პარტიები, პირველ რიგში, პრეზიდენტს შესთავაზებენ პრემიერის პორტფელს

ჯანდაცვის მინისტრი – კლინიკების არც თუ პატარა ნაწილს შეიძლება შეექმნას აკრედიტაციის პრობლემა, რადგან ამას სჭირდება, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერა – ვეცდებით პაციენტის საუკეთესო ინტერესების რელევანტური იყოს გადაწყვეტილებები