“ოცნება” დამპირდა, რომ რუსულ კანონს შინაარს შეუცვლის – ბერსე

ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ “ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონის შეცვლის პირობა გასცა.
ალენ ბერსეს თქმით, ვენეციის კომისიისა და ევროპის საბჭოს ექსპერტებით დაკომპლექტებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც იმ ცვლილებების იდენტიფიცირებას მოახდენს, რაც კანონმდებლობაში უნდა განხორციელდეს.
მე მივიღე მთავრობის დაპირება იმის თაობაზე, რომ შეიცვლება ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის შინაარსი. ჩვენ შევქმნით სამუშაო ჯგუფს საქართველოსა და ევროპის საბჭოს ექსპერტების შემადგენლობით, მათ შორის, ჩაერთვება ვენეციის კომისია, რათა დააიდენტიფიციროს ის ცვლილებები, რომელიც უნდა განხორციელდეს კანონმდებლობაში” აღნიშნა ბერსემ.
ცნობისთვის, ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე საქართველოში 18 დეკემბერს ჩამოვიდა. მან შეხვედრები ბიძინა ივანიშვილთან, სთან, შალვა პაპუაშვილთან და ლევან იოსელიანთან გამართა. ალენ ბერსე “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის”, კოალიცია “ძლიერი საქართველოსა” და “გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენლებსაც შეხვდა. ამასთან, დახურულ კარს მიღმა აუდიენცია მედიის წარმომადგენლებთან, მესამე სექტორთან და მშვიდობიან დემონსტრანტებთანაც გამართა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“