“ოცნება”, დაელოდოთ შოუს!” – ია ფარულავა

ია ფარულავა “მეგობარი აქტის” მხარდამჭერ აქციაზე მივიდა და ტვ პირველთან ამბობს:

“მადლობა, რომ ზრუნავთ ჩვენზე, ამ მძიმე ჟამს, ვიცით რომ ძალიან დიდი ცვლილელები წავიდა შტატებში, რომ გაგახსენდათ თქვენი სტრატეგიული პარტნიორი საქართველო, რომელიც ამ ხნის განმავლობაში ყოველთვის ტქვენს გვერდით იყო და თქვენს იმედზე იყო, თუმცა ბოლო დროს ეს ხაზი დაირღვა, ახლა ტრამპის მოსვლით მთავრობაში, მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს და ამერიკის ურთიერთობა, სტრატეგიული პარტნიორობის გეგმა, ანაკლიის პორტი, აბრეშუმის გზა, ეს ყველაფერი აღდგება იმისათვის, რომ საქართველო გაძლიერდეს. ბოლო მოვლენებმა ჩვენს ხალხს დაანახა, რომ ჩვენი ერთადერთი გზა არის გზა ამერიკისგან – ამერიკამ უნდა გაგვაძლიეროს და დარწმუნებული ვარ, რომ ტრმაპი, მარკო რუბიო და სხვა მაღალჩინოსნები აუცილებლად მოგვაქცევენ ყურადღებას. “ქართული ოცნებისთვის” იქნება ეს ძალიან დიდი სიურპრიზი, რადგან სულ სხვანაირ სცენარს ელოდებოდნენ, მაგრამ ასე არ არის ბატონებო, დაელოდეთ შოუს”, – განაცხადა ია ფარულავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვასილ მათითაიშვილი: შეგახსენებთ, რომ ლალი მოროშკინამ თაკო ფხაკაძეს იმიტომ ჩაარტყა ჩანგალი კისერში, რომ მისმა გაზეთმა, პრაიმტაიმმა წლის უგემოვნო ქალბატონად დაასახელა. მოროშკინამ ციხეში 2 კვირა გაატარა

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ – ნინო დათაშვილი უჩივის მწვავე ტკივილებს – ამის თანმხლებლად, 2019 წლის დოკუმენტში მითითებულია, რომ აქვს ფსიქო-ემოციური ლაბილობა, ეს არის სიმპტომი, რომელიც კავშირში არ არის შერაცხადობასთან