“გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური დახმარება გაეწევა და სტუდენტების 2025-2026 სასწავლო წლის დაფინანსება გაგრძელდება”, – აცხადებენ შერიგების სამინისტროში.
როგორც უწყებაში აცხადებენ, რომ გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრებ, კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა წარმოადგენს შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს.
„საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტად რჩება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები, კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების მხარდაჭერა და საზოგადოდ რეგიონების მეტი განვითარების და გაძლიერების ხელშეწყობა; ამიტომაც აღსანიშნავია, რომ უწყებათაშორის სამთავრობო კომისიას დღეიდან სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად, უხელმძღვანელებს ახლად შექმნილი რეგიონული განვითარების სამინისტრო. დღევანდელ სხდომაზე კომისიის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შეჯამებასთან ერთად, განვიხილეთ საოკუპაციო ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებები და მათი შემდგომი გადაჭრის გზები. ასევე, მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები: გამყოფი ხაზის სოფლებში ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფისთვის ფინანსური დახმარების შესახებ და 2025-2026 წლებში სტუდენტებისთვის უმაღლესი განათლების დაფინანსების თაობაზე,“ – განაცხადა თეა ახვლედიანმა.




